ვახტანგ გომელაურს და გმირ
პოლიციელებს, მათ შორის 2008
წლის ომში ნაბრძოლ
ადამიანებს, ასანქცირებენ
იმისათვის, რომ ბოლო ორ
წელიწადში ხელისუფლების
გადატრიალების სამი
ძალადობრივი მცდელობა
ეფექტურად აღკვეთეს, -
ვკითხულობთ "ქართული
ოცნების" პოლიტიკური
საბჭოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.მმართველი
პარტიის პოლიტსაბჭო
აღნიშნავს, რომ კონკრეტული
სახელმწიფოების მიერ
დაწესებული სანქციების
ფორმალური საფუძველი
სრულიად
არასერიოზულია."ბიძინა
ივანიშვილს ასანქცირებენ
იმისათვის, რომ
საქართველოში სისხლიანი
ავტორიტარიზმი
დემოკრატიული
მმართველობით ჩაანაცვლა,
ადამიანების წამებისა და
მკვლელობის, ბიზნესის
რეკეტის, მედიის მიტაცების,
არჩევნების გაყალბების
სისტემური პრაქტიკა
დაასრულა, ქვეყნის
ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90
მილიარდამდე გაზარდა და
საქართველოს 12-წლიანი
უწყვეტი მშვიდობა
მოუტანა.ვახტანგ
გომელაურს და გმირ
პოლიციელებს, მათ შორის 2008
წლის ომში ნაბრძოლ
ადამიანებს, ასანქცირებენ
იმისათვის, რომ ბოლო ორ
წელიწადში ხელისუფლების
გადატრიალების სამი
ძალადობრივი მცდელობა
ეფექტურად აღკვეთეს, თანაც
ისე, რომ ამას არათუ
მსხვერპლი არ მოჰყოლია,
არამედ თუნდაც ერთი
ადამიანის ჯანმრთელობაზე
არავითარი კვალი არ
დაუტოვებია", - ვკითხულობთ
განცხადებაში.