3 წელი სისხლი გაუშრეს
ქართველ ხალხს, როცა უარს
ეუბნებოდნენ კანდიდატის
სტატუსზე, როცა უარს
ეუბნებიან ახლაც
მოლაპარაკებების
გახსნაზე. Deep State-ს გავეცით
ჩვენ ღირსეული პასუხი იმ
უსამართლობაზე, რასაც
ვხედავთ ჩვენ მათი მხრიდან,
- ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.კითხვაზე,
ვახტანგ გომელაურის
ვიცე-პრემიერად დანიშვნა
იყო თუ არა პასუხი ამერიკის
შეერთებულ შტატებისთვის,
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,
რომ ეს იყო პასუხი Deep
State-ისთვის, რომელიც
მოქმედებს უსამართლოდ
საქართველოს მიმართ უკვე 4
წელია.„ჩვენ გვიქმნიან
ხელოვნურად პრობლემებს,
ქართველ ხალხს უქმნიან
ხელოვნურად პრობლემებს
საკუთარი უსამართლობით.
თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა
წინა საპარლამენტო
არჩევნების შემდეგ,
როდესაც რადიკალური
ოპოზიციის საბოტაჟი
გამოგვიცხადეს კრიზისად.
ეს ხომ Deep State-მა გააკეთა
თავის დროზე. რა თქმა უნდა,
ამაზე პასუხიც არის ჩვენი
ნაბიჯები, მერე, როდესაც არ
მოგვენიჭა კანდიდატის
სტატუსი, მანამდე გახსოვთ,
რა ხდებოდა მელიას
დაკავებასთან
დაკავშირებით, იქაც Deep State
მოქმედებდა. 3 წელი სისხლი
გაუშრეს ქართველ ხალხს,
როცა უარს ეუბნებოდნენ
კანდიდატის სტატუსზე, როცა
უარს ეუბნებიან ახლაც
მოლაპარაკებების
გახსნაზე. Deep State-ს გავეცით
ჩვენ ღირსეული პასუხი იმ
უსამართლობაზე, რასაც
ვხედავთ ჩვენ მათი
მხრიდან. თუ პრეზიდენტი
ტრამპი დაამარცხებს Deep State-ს
ამ შემთხვევაში
სანქციებიც მოიხსნება,
დაველოდოთ როგორ
განვითარდება პროცესები“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.