ვაშაძე თავდასხმაზე: ამ ყველაფრის დამკვეთი ივანიშვილის რეჟიმია

News.ge 4 დღის წინ 7
ვაშაძე თავდასხმაზე: ამ ყველაფრის დამკვეთი ივანიშვილის რეჟიმია

17 დეკემბერს,პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ს თავს დაესხნენ. ვაშაძის თქმით, თავდამსხმელი 1976 წელს დაბადებული დავით ედიშერაშვილია. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“თავდამსხმელი დავით ედიშერაშვილია, 1976 წელს დაბადებული, ვაზისუბანში მცხოვრები. [..]
ქმედება, რომელიც მისი მისამართით ჩემ წინააღმდეგ ჩაიდინა შესაძლოა სისხლის სამართლის კოდექსით შეფასდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა. არა ერთ გზის ცდილობდა სახრახნისის დარტყმას, ისე, რომ მძიმე ზიანი მოეყენებინა, მათ შორის, ყელის არეში. ამის შემდეგ, ეს ადამიანი გაიქცა.
აქციის მონაწილეებმა მყისიერად დარეკეს საპატრულო პოლიციაში, 112-ზე, საათნახევარი ველოდეთ, რომ მოსულიყო ვინმე სამართალდამცავი სტრუქტურიდან. დამიკავშირდა გამომძიებელი, რომელსაც გიორგი ჰქვია, გვარი არ მახსოვს. მითხრა, 10 წუთში მოვიდოდა, მაგრამ 10 წუთში იგივე პიროვნებამ დამირეკა სხვა პიროვნებასთან ერთად და მითხრა, რომ მოსვლას არ აპირებდნენ, რაც კანონდარღვევაა”, – თქვა ვაშაძემ.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, მომხდარის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში დაზიანებების აღსარიცხად იმყოფებოდა, სადაც, მისივე განმარტებით, აღენიშნება “თავის სხვა ნაწილებში ღია ჭრილობა, ასევე ლოყისა და საფეთქელ ქვედა ყბის არეში ღია ჭრილობა”.
გიორგი ვაშაძის ცნობით, მასზე თავდასხმის დამკვეთი არის რეჟიმი და კონკრეტულად .
“ამ ყველაფრის დამკვეთი არის ივანიშვილი რეჟიმი. პერსონალურად, ხელს ვადებ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც გასცემს ამ დანაშაულებრივ ბრძანებებს და ამას ასრულებს სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია