ვარკეთილში, თვალჭრელიძის
პირველ ნომერში, ამ წუთებში
გამოსახლების პროცესი
მიმდინარეობს, სადაც 150-მდე
ოჯახი სიცოცხლისთვის
საშიშ, მძიმე პირობებში
ბავშვებთან ერთად
ცხოვრობს.არსებობს
სამხარაულის დასკვნაც,
რომლის მიხედვითაც
შენობას დაზიანების
მეოთხე ხარისხი აქვს.
გამოსახლების თაობაზე
სასამართლოს, შენობის
მეპატრონემ, კომპანია "ბლექ
სი ფროფერთიმ" მიმართა.
მისი მოთხოვნა
დაკმაყოფილდა, თუმცა
გამოსახლების პროცესი
რამდენჯერმე გადაიდო
მოსახლეობასთან
შეთანხმების მოლოდინში,
თუმცა უშედეგოდ.ჯანდაცვის
სამინისტროს ინფორმაციით,
შენობაში შეჭრილი 285
პირიდან დევნილის სტატუსი
მხოლოდ 58 აქვს. მათგან
სხვადასხვა პროგრამების
ფარგლებში სახელმწიფოსგან
უკვე დაკმაყოფილებულია 24,
29-ს კი სახლის შესყიდვაზე
განაცხადი შევსებული აქვს,
აქედან ნაწილმა დადებითი
პასუხი უკვე
მიიღო.მოსახლეობის ნაწილი
აცხადებს, რომ წასასვლელი
არ აქვს."სამ-სამი შვილით
ქუჩაში ვრჩებით, სად
წავიყვანოთ შვილები?! არსად
წასასვლელი არ გვაქვს.
არაფერი საშიშროება არ
არის, მოიყვანეს ექსპერტი?!
გვაჩვენეს რამე?! არ არის
ავარიული კორპუსი", -
განაცხადა ერთ-ერთმა
მცხოვრებმა.აღსრულების
ეროვნული ბიუროს
პოლიციელის, ჯემალ
ზურაშვილის განცხადებით,
არსებობს სამხარაულის
ექსპერტიზის დასკვნა,
რომლის მიხედვითაც
შენობას დაზიანებული აქვს
მზიდი
კედლები."განხორციელდა
არაერთი ვიზიტი და
არაერთხელ იქნა
გაფრთხილებული აქ
მცხოვრები ადამიანი.
აღნიშნული შენობები
წარმოადგენს ავარიულ
შენობას, ამაზე არსებობს
სამხარაულის ექსპერტიზის
დასკვნა, სადაც აღნიშნულია,
რომ დაზიანებულია მზიდი
კედლები და ყოველდღიურად
საშიში ხდება ადამიანების
გაჩერება.კრედიტორი მხარე
გამოთქვამდა მზადყოფნას,
სახელმწიფო უწყებებთან
ერთად დახმარებოდა
აღნიშნულ მისამართზე
მცხოვრებ ხალხს
სხვადასხვა ფართებში
ქირით გაყვანით. რაც
შეეხება გამოსახლების
პროცესი, ორჯერ იყო
ჩანიშნული, თუმცა მხარეთა
ინტერესების
გათვალისწინებით და
მოლაპარაკებების შესაძლო
განხორციელების გამო,
ორივეჯერ გადაიდო. დღეს
უკვე არსებობს
სამხარაულის დასკვნა,
შესაბამისად აღსრულების
ეროვნული ბიურო
მოკლებულია შესაძლებლობას
შეაჩეროს , ან გადადოს
აღნიშნული სააღსრულებო
მოქმედება“, - განაცხადა
ჯემალ ზურაშვილმა.