შინაგან საქმეთა
სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორმა, ვაჟა სირაძემ,
აჭარის პოლიციის
დეპარტამენტის
დირექტორთან გრიგოლ
ბესელიასთან და საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის
აჭარის მთავარი
სამმართველოს უფროსთან
გიორგი ხურციასთან ერთად,
ბათუმში დაჭრილი
პატრულ-ინსპექტორები
მოინახულა.ვაჟა სირაძემ
მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ
ინფორმაცია ექიმებისგან
მოისმინა.საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორმა
პატრულ-ინსპექტორებს მალე
გამოჯანმრთელება
უსურვა.მიმდინარე წლის 20
იანვარს, ბათუმში,
კომახიძის ქუჩაზე
შეტყობინების საფუძველზე
მისულ საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის
მთავარი სამმართველოს
პატრულ-ინსპექტორებს
ფსიქიკური აშლილობის
მქონე მოქალაქე დანით თავს
დაესხა. აღნიშნულმა პირმა
მისი განიარაღებისა და
დაკავების პროცესში სამ
პატრულ-ინსპექტორს: რეზო
ქარცხიას, რამაზ ბერიძესა
და ავთანდილ დოლიძეს
სხეულის სხვადასხვა არეში
დანის გამოყენებით
ჭრილობები
მიაყენა.სამართალდამცველებმა
ის ბრალდებულის სახით
ადგილზე დააკავეს. დაჭრილი
პატრულ-ინსპექტორები
საავადმყოფოში
გადაიყვანეს, სადაც
შესაბამისი სამედიცინო
დახმარება უტარდებათ.