"მეორე დაბარება უკვე 2007 თუ
2008 წელს, ზუსტად არ მახსოვს,
საპარლამენტო არჩევნების
პერიოდი იყო, რომ მე
შემოწირულობის სახით 100 000
ლარი უნდა მიმეცა
„ნაციონალური
მოძრაობისთვის“ ჩემი
შპს-დან, გარდა იმ თანხისა,
რომელიც უკვე ვთქვი, რომ
უნდა გადამერიცხა
ფინანსურ პოლიციაში. ეს
იქნებოდა ძალიან რთული
ბიზნესისთვის, იმიტომ რომ,
ბიზნესი არ იყო ისეთი
ბრუნვის მატარებელი, რომ ეს
თანხა გადახდილიყო," - ამის
შესახებ პარლამენტის
დროებით საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე,
"ნაცმოძრაობის"
მმართველობის დროს
დაზარალებულმა
ბიზნესმენმა, ვალერი
შოშიაშვილმა
განაცხადა.თეა წულუკიანის
კითხვაზე, თუ რატომ ითხოვდა
"ნაციონალური მოძრაობა"
ირაკლი შოშიაშვილისგან
შემოწირულობის სახით 100 000
ლარის ჩარიცხვას, ხომ არ
იყო ის მათი
გულშემატკივარი,
შოშიაშვილმა უპასუხა, რომ
ის აღნიშნული პარტიის ტყვე
იყო."მე ვიყავი მათი ტყვე,
რომელსაც არ ჰქონდა
არანაირი საშუალება იმისი,
რომ რაც მინდოდა ისე
გამეკეთებინა და როგორც
უნდა კეთდებოდეს ბიზნესი
ისე გამეკეთებინა. მე
ყველასთან მქონდა
კომუნიკაცია, ირაკლი
კირკიტაძესაც ვუთხარი, რომ
ვეღარ გადავიხდიდი, მაგრამ
მათ მითხრეს, რომ
აუცილებლად გადასახდელი
იყო ეს თანხა, გამომდინარე
იქიდან, რომ მერე უკვე
გაბრაზდებოდნენ მათი
ზემდგომები და ამ
გაბრაზებას ვერავინ ვეღარ
უშველიდა. „პროკრედიტ
ბანკში“ სესხი ავიღე და
შემოწირულობის სახით, ჩემი
ნების საწინააღმდეგოდ,
გადავრიცხე „ნაციონალური
მოძრაობის“ ანგარიშზე. თან
პარალელურად გრძელდება ამ
კონტეინერებზე 1 500 დოლარის
გადახდა, მოდის ირაკლი
კირკიტაძე და ჯამში მიაქვს
ხან 18 000 დოლარი, ხან 15 000", -
განაცხადა ვალერი
შოშიაშვილმა.