ვალერი გელაშვილი - როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა

Primetime.ge 4 საათი წინ 7
ვალერი გელაშვილი - როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა
საქართველოს პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ყოფილი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი თავისი უფლების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გელაშვილი აცხადებს, ამ დროს ის ვილნიუსში იმყოფებოდა, რა დროსაც, მიხეილ სააკაშვილმა, ახალი წლის საღამოს, 4 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.„2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ახალი წელი იყო, ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა. უბრალოდ დაწერა, გადასახადი გაქვს 4 მილიონიო, ჩემს კომპანიას დააკისრა და გამომიგზავნა, 12 საათამდე მოვიდა“ - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია