2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე,
პარლამენტის ყოფილმა
წევრმა, ვალერი გელაშვილმა,
"ნაციონალური მოძრაობის"
რეჟიმის მიერ მისი ცემისა
და უფლებების შელახვის
თაობაზე ისაუბრა.მან
გაიხსენა ერთ-ერთი ფაქტი,
როდესაც 2013 წელს, გიორგი
ვაშაძემ უთხრა,
პრეზიდენტის შეურაცხყოფის
გამო აბა რა გეგონაო."ერთი
ფაქტი იყო, 2013 წლის
დასაწყისში, საპარლამენტო
დელეგაცია ვიყავით
ლიეტუვის სეიმში წასული,
მაშინ დათო უსუფაშვილი იყო
პარლამენტის თავმჯდომარე.
ჩემს თავდასხმაზე
რაღაცაზე ვსაუბრობდით და
გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა
რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ
მიაყენე პრეზიდენტსო.
პარლამენტში ვიყავით,
თორემ პასუხს გავცემდი
ვაშაძეს. მათთვის ესე იგი
ნორმაა ადამიანების
წიხლებით ცემა." - განაცხადა
ვალერი გელაშვილმა.