გენერალურ პროკურატურაში
ცოტა ხნის წინ დასრულდა
წაღვლის გამგებლის და
ჩორჩანას მკვიდრის
გამოკითხვა. ვაჟა ლომიძე და
მანანა შეყელაშვილი
უწყებაში სამი საათის
განმავლობაში
იმყოფებოდნენ.„დიდი
ვალდებულება არ იყო ამ
[ჩორჩანას] საგუშაგოს
გახსნის. მოსახლეობამ ტყის
დიდი ნაწილი დაკარგა, რითაც
სარგებლობდა. რაიმე რისკი
არ ყოფილა მანამდე, რომ ეს
საგუშაგო გახსნილიყო“ , -
აღნიშნა მანანა
შეყელაშვილმა.პროკურატურაში
გამოძიება მიმდინარეობს
საბოტაჟის, უცხოეთის
ორგანიზაციისათვის მტრულ
საქმიანობაში დახმარების
და კონსტიტუციური
წყობილების წინააღმდეგ
მიმართული
საქმიანობისთვის
ფინანსების მობილიზების
ფაქტზე. საქმის ერთ-ერთი
ეპიზოდი, გიორგი გახარიას
გადაწყვეტილებით, 2019 წელს,
ჩორჩანასთან საგუშაგოს
გახსნას ეხება.