სადგურის მოედნის
მიმდებარედ გაჩენილი
ხანძრის გამო, განცხადება
გაავრცელა მიმდებარე
ტერიტორიაზე მდებარე
კლინიკა „ჰელსიკორის“
ადმინისტრაციამ."ვაგზლის
მიმდებარე ტერიტორიაზე
გაჩენილი ხანძრის გამო,
კლინიკაში ჩატარდა
შესაბამისი ღონისძიებები,
პაციენტები
გადანაწილებულნი არიან
თბილისის მასშტაბით
სხვადასხვა კლინიკებში და
არიან უსაფრთხოდ", -
იტყობინება "ჰელსიკორი" და
აღნიშნავს, რომ დღეისთვის
დაგეგმილი გეგმური
პროცედურები კლინიკაში
აღარ
ჩატარდება.დამატებითი
ინფორმაციისთვის,
საავადმყოფოს
ადმინისტრაცია
დაინტერესებულ პირებს
კლინიკის ცხელ ხაზზე
დაკავშირებას
ურჩევს."კლინიკის ცხელი
ხაზი: 574 060 533საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახური: 112ჯანდაცვის
სამინისტროს ცხელი ხაზი:
1505დამატებითი კითხვების
შემთხვევაში მოგვწერეთ აქ
და მყისიერად გიპასუხებთ", -
აღნიშნულია "ჰელსიკორის"
განცხადებაში.თბილისში,
ე.წ. ბორჯომის ბაზრობაზე
გაჩენილი ხანძარი უკვე
ლიკვიდირებულია.