ეცნობა პრეზიდენტს, რომ სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებულები დანაშაულის ჩადენაში არიან მხილებული და პოლიცია მოქმედებდა ევროპულ და ამერიკულ სტანდარტზე უკეთესად - დავით მათიკაშვილი ივანიშვილი-მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ

Primetime.ge 1 კვირა წინ 22
ეცნობა პრეზიდენტს, რომ სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებულები დანაშაულის ჩადენაში არიან მხილებული და პოლიცია მოქმედებდა ევროპულ და ამერიკულ სტანდარტზე უკეთესად - დავით მათიკაშვილი ივანიშვილი-მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ
"ეცნობა [საფრანგეთის] პრეზიდენტს დაკავებული პირების უდიდესი ნაწილი რომ არის ადმინისტრაციული პატიმრობით და მალევე მოხდება მათი გათავისუფლება, რომ სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებული პირდაპირ დანაშაულის ჩადენაში არიან მხილებული და შესაბამისად, პოლიცია მოქმედებდა ევროპულ და ამერიკულ სტანდარტზე უკეთესად", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.საუბარია სატელეფონო საუბარზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის შედგა.დავით მათიკაშვილის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია და შეფასებები მოხდებოდა."საუბარი შედგა საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით. იყო არსებულ მოცემულობაზე შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის. იყო თავმჯდომარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კონკრეტულად დაკავებული პირების შესახებ. ეცნობა პრეზიდენტს დაკავებული პირების უდიდესი ნაწილი რომ არის ადმინისტრაციული პატიმრობით და მალევე მოხდება მათი გათავისუფლება, რომ სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებულები პირდაპირ დანაშაულის ჩადენაში არიან მხილებული და შესაბამისად, პოლიცია მოქმედებდა ევროპულ და ამერიკულ სტანდარტზე უკეთესად. შეთანხმდნენ მხარეები, რომ მოხდებოდა კომუნიკაცია და შეფასებები კვლავაც ამ საკითხებთან დაკავშირებით.სახეზეა მოცემულობა, როდესაც, ჩემი წინა გამომსვლელის ["ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი, თამაზ დათუნაშვილი] ნებისმიერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ფრაზები უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ის საუბრობდა იმაზე, თითქოს პოლიტიკოსები არ იღებენ მონაწილეობას აქციებში. არადა ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ სწორედ მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ პოლიტიკოსთა ოფისებში, ბინებში და ა.შ. იქნა აღმოჩენილი ყველა ის ძალადობის ინსტრუმენტი, რითაც ძალადობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ვანდალები. საქართველოში იმის მტკიცება, რომ რადიკალი პოლიტიკოსები არ დგანან მოძალადეთა უკან, არის იმდენად მტკნარი სიცრუე, რომ ამას საზოგადოება არ იჯერებს და ვერც დაიჯერებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია