ტელეკომპანია „ტვ
პირველის“ ჟურნალისტ მაკა
ჩიხლაძესა და ოპერატორ
გიორგი შეწირულს მსუბუქი
თავის ტვინის შერყევა აქვთ,
– ამის შესახებ ინგოროყვას
კლინიკის ექიმმა, ანი
დალაქიშვილმა
ჟურნალისტებს
განუცხადა.მისი
ინფორმაციით, ორივე
მათგანი კლინიკაში,
ნევროლოგიურ
დეპარტამენტში
რჩებიან.„დღეს ჩვენთან
აქციიდან სულ 10 ადამიანი
შემოიყვანეს, ათივეს
ჩაუტარდათ გამოკვლევები.
ათიდან სამი პაციენტი
გაეწრეა ბინაზე, ჩვენთან
რჩება შვიდი
პაციენტი.მედიის
წარმომადგენლებს
ჩაუტარდათ
მაღალტექნოლოგიური
კვლევები. მათ სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება. ყველა
სპეციალისტმა გასინჯა,
ორივეს აღენიშნებათ
მსუბუქი თავის ტვინის
შერყევა. ჯერ ისევ
მიმდინარეობს კვლევები და
დანარჩენს კვლევების
დასრულების შემდეგ
მოგახსენებთ.
სიცოცხლისთვის
შეუთავსებელი დაზიანებები
არ აქვთ. დაზიანებებია
ძირითადად თავის, სახის და
მუხლის არეში.
სტაციონარიზაცია არის
საჭირო. ტომოგრაფია
გადაღებულია, ნევროლოგიურ
დეპარტამენტში
მოვათავსებთ ორივეს.
მკურნალობის თაობაზე
გადაწყვეტილებას ექიმები
მიიღებენ“, – განაცხადა
ექიმმა.ტელეკომპანია „ტვ
პირველის“ გადამღებ ჯგუფს
კონსერვატორიის მიმდებარე
ტერიტორიაზე პირდაპირ
ეთერში დაესხნენ თავს.
პირდაპირ ეთერში გადამღებ
ჯგუფს ნიღბიანი ადამიანი
მიუახლოვდა და
ოპერატორისთვის კამერის
წართმევას ცდილობდა, ამ
დროს მაკა ჩიხლაძეს
უკნიდან ასევე ნიღბიანი
პირი მიუახლოვდა და ძირს
დააგდო, ფიზიკურად
გაუსწორდნენ
ოპერატორს.აღნიშნულ
ფაქტზე სპეციალურმა
საგამოძიებო სამსახურმა
გამოძიება 154-ე მუხლის მეორე
ნაწილით დაიწყო.