„ეფ-ეს-ბე“-ს ცნობით, რუსეთში გამოავლინეს თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი, რომლებიც დავით კეზერაშვილის ინტერესებით მუშაობდნენ

Primetime.ge 2 კვირის წინ 24
„ეფ-ეს-ბე“-ს ცნობით, რუსეთში გამოავლინეს თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი, რომლებიც დავით კეზერაშვილის ინტერესებით მუშაობდნენ
რუსეთის "ეფ-ეს-ბე"-ს ცნობით, თაღლითური ქოლ-ცენტრები დახურეს, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დავით კეზერაშვილის ინტერესებით მოქმედებდნენ.სააგენტო "ტასი" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი Milton Group-ის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ინტერესებით მუშაობდა და 50-ზე მეტ ქვეყანაში, დაახლოებით, 100 000 ადამიანი დააზარალა.რუსეთის უწყების ცნობით, რუსეთში მოქმედი ე.წ. ქოლ-ცენტრებს ხელმძღვანელობდნენ ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც დააკავეს, ასევე - ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იძებნებიან."ეფ-ეს-ბე" აცხადებს, რომ საქმის ფარგლებში, რუსული ქოლ-ცენტრის ოფისების 11 ხელმძღვანელი და თანამშრომელი დააკავეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია