ზოგიერთი განცხადება,
რომელიც სხვადასხვა
ევროპელი პოლიტიკოსისგან,
დიპლომატისა თუ
ქვეყნისგან გვესმის, აჩენს
აღქმას, ხომ არ არის
სურვილი, რომ მოხდეს
რევიზია ეუთო-ოდირის
დასკვნისა, ან მისი გვერდის
ავლა, – ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ, „ქართული
ოცნების“ პოლიტსაბჭოს
წევრმა, შალვა პაპუაშვილმა
განაცხადა.მისივე თქმით,
ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა,
რომ არჩევნები შედგა და
საქართველოს ჰყავს
არჩეული
ხელისუფლება.„მინდა,
მოგახსენოთ არჩევნებთან
დაკავშირებით
დეზინფორმაციის
გავრცელების საკითხებზე.
პირველი საკითხი: ჩვენ
გვესმოდა, რომ ევროკავშირი
არჩევნების შეფასების
დროს დაეფუძნებოდა
ეუთო/ოდირის დასკვვანს.
სამწუხაროდ, ზოგიერთი
განცხადება, რომელიც
სხვადასხვა ევროპელი
პოლიტიკოსისგან,
დიპლომატისა თუ
ქვეყნისგან გვესმის, აჩენს
აღქმას, ხომ არ არის
სურვილი, რომ მოხდეს
რევიზია ეუთო-ოდირის
დასკვნისა, ან მისი გვერდის
ავლა და დაყრდნობა რაღაც
სხვა ანგარიშებზე, რომელიც
იქნებოდა, მაგალითად,
ადგილობრივი „ენჯეოების“
მიერ მომზადებული,
რომლებიც, ვიცით, რომ თავად
საარჩევნო მიზნებით
ხელმძღვანელობდნენ ამ
არჩევნებზე. ეუთო/ოდირმა
საკუთარ ანგარიშში
წერილობითადაც და
ზეპირადაც ბრიფინგზე
მკაფიოდ თქვა, რომ ეს
არჩევნები შედგა, რომ
საქართველოს ჰყავს
არჩეული ხელისუფლება, ეს
არის მკაფიო ანგარიში და
დასკვნა ეუთო/ოდირის და
ჩვენი მოლოდინია, რომ
ყველა, მათ შორის
ევროკავშირი, იქნება
ერთგული ეუთო/ოდირის
დასკვნის“, – აღნიშნა შალვა
პაპუაშვილმა.