დასკვნაში საუბარია
არჩეულ მთავრობაზე, არჩეულ
ახალ პრეზიდენტზე და
არჩეულ პარლამენტზე, დიახ
ეუთო ოდირმა აღიარა
საქართველოში ჩატარებული
არჩევნები, ახლა ჯერი
ოპოზიციაზეა, რომელიც
ვალდებულია დაემორჩილოს
ხალხის ნებას და
პარლამენტში შევიდეს, - ასე
ეხმიანება ექსპერტი დავით
ჩიხელიძე ეუთო/ოდირის
სადამკვირვებლო მისიის
საბოლოო ანგარიშს.მისივე
თქმით, ეუთო/ოდირის საბოლოო
დასკვნის სულისკვეთება
შემდეგია, საქართველოში
არჩევნები შედგა, ყველა
მხარე ვალდებულია მიიღოს
ცესკოს მიერ
გამოქვეყნებული შედეგი და
მოემზადოს 2025 წლის
თვითმმართველობის
არჩევნებისთვის.„კიდევ
ერთხელ ეუთო/ოდირის
სადამკვირვებლო მისიის
საბოლოო ანგარიშის
შესახებ, დასკვნაში ბევრ
პოზიტივთან ერთად არის
რამდენიმე შენიშვნა, რაც
ბუნებრივია პროცესია და
მსგავსი ტექნიკური სახის
შენიშვნები ყველა ქვეყნის
არჩევნების თანმდევი
მოვლენაა. არჩევნების
მიმდინარეობის დროს
არსებობს ორი სახის
დარღვევები, დარღვევები
რომელიც გავლენას ახდენს
არჩევნების საბოლოო
შედეგზე და დარღვევები,
რომელიც ტექნიკური
ხასიათის არის და საბოლოო
შედეგზე გავლენის მოხდენა
არ შეუძლია. ეუთო/ოდირის
დასკვნით ცალსახად
დგინდება, რომ 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნების
დროს გამოვლენილ
დარღვევებს, არჩევნების
საბოლოო შედეგზე გავლენა
არ მოუხდენია, რაც შეეხება
ისეთ ფუნდამენტურ
დარღვევებს, რომელიც ე.წ.
გაჟონვას, არასრულყოფილ
სიებს და ა.შ. შეეხება,
დაკვირვების
განხორციელების მომენტში
უბნების 94%-ში ბიულეტენის
მეორე მხარეს მარკერის
კვალი არ ფიქსირდებოდა,
ხოლო 6%-ში მიუხედავად მეორე
მხარეს მარკერის კვალის
არსებობისა, შეუძლებელი
იყო ამომრჩევლის მიერ
გაკეთებული არჩევანის
განსაზღვრა!როგორც
მოგეხსენებათ, არჩევნები,
საარჩევნო უბნების 90%-ში
ელექტრონული სისტემით
ჩატარდა, რაც გარკვეულ
სირთულეებთან იყო
დაკავშირებული
(ამომრჩევლის არა
ინფორმირებულობის კუთხით)
მიუხედავად არაერთი
პილოტისა, ამომრჩეველი
არჩევნებს მოუმზადებელი
შეხვდა, რის გამოც გარკვეულ
შემთხვევებში ამომრჩევლის
დაბნეულობის გამო, უბნებზე
ცალკეული შეფერხებები
დაფიქსირდა, რაც ცალსახად
ძირეული პრობლემა არ არის
და ტექნიკური ხასიათის
მატარებელია.ოპოზიციის
ერთ-ერთი მთავარი ბრალდება
- 300 000 ხმის მოპარვის შესახებ,
იმდენად კომიკურია, რომ
ეუთო/ოდირის დასკვნაში
საერთოდ არ მოხვდა, რადგან
მსგავსი ფაქტი ბუნებაში არ
არსებობს, ეუთო/ოდირი კი
ჩვენი ოპოზიციის მსგავსად
აღქმებით არ
ხელმძღვანელობს,
დასკვნაში ასევე
აღნიშნულია, რომ
ამომრჩევლის სიები
სრულყოფილად იყო
ჩატვირთული და ხარვეზია არ
გამოვლენილა.ცალკე
აღნიშვნას იმსახურებს
არჩევნების
ადმინისტრირება,
ეუთო/ოდირი მკაფიოდ ამბობს,
ცესკომ არჩევნები მაღალი
ადმინისტრირების
პირობებში ჩაატარა და
სრულად პასუხობდა არსებულ
გამოწვევებს!დასკვნაში
საუბარია არჩეულ
მთავრობაზე, არჩეულ ახალ
პრეზიდენტსა და არჩეულ
პარლამენტზე, დიახ,
ეუთო/ოდირმა აღიარა
საქართველოში ჩატარებული
არჩევნები, ახლა ჯერი
ოპოზიციაზეა, რომელიც
ვალდებულია, დაემორჩილოს
ხალხის ნებას და
პარლამენტში
შევიდეს.ეუთო/ოდირის
საბოლოო დასკვნის
სულისკვეთება შემდეგია,
საქართველოში არჩევნები
შედგა, ყველა მხარე
ვალდებულია, მიიღოს ცესკოს
მიერ გამოქვეყნებული
შედეგი და მოემზადოს 2025
წლის თვითმმართველობის
არჩევნებისთვის!“, - წერს
დავით ჩიხელიძე.