"საკმაოდ მძიმე დღეები
ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას
გასული კვირის
განმავლობაში, ჯერ იყო
ევროსაბჭოს გენერალური
მდივნის ვიზიტი
საქართველოში, რამაც მათ
მძიმე დარტყმა მიაყენა, რაც
შემდეგ გამოჩნდა მათი
კომენტარებიდან და ამას
დაემატა ეუთო/ოდირის
ანგარიში, რომელიც
რეალურად ადასტურებს, რომ
საქართველოში წარმატებით
შედგა საპარლამენტო
არჩევნები", - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ დღევანდელ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, ამ არჩევნებთან
დაკავშირებით რამდენიმე
ძირითადი ბრალდება ჰქონდა
ოპოზიციას და ასევე სალომე
ზურაბიშვილს, რომლებიც
სრულად გააბათილა
ეუთო/ოდირის
ანგარიშმა."კიდევ ერთხელ
მინდა შეგახსენოთ ის, რაზეც
ისაუბრა გუშინ
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ. რამდენიმე
ძირითადი ბრალდება ჰქონდა
ოპოზიციას და ასევე სალომე
ზურაბიშვილს, ოპოზიციის
ერთ-ერთ წარმომადგენელს ამ
არჩევნებთან დაკავშირებით
და ხუთივე ეს ძირითადი
ბრალდება სრულად
გააბათილა ეუთო/ოდირის
ანგარიშმა. პირველი
ბრალდება ეხებოდა
გაჟონვას და ეს არავითარ
არსებით თემად არ იქნა
დაფიქსირებული
ეუთო/ოდირის ანგარიშში.
რეალურად უბნების 76
პროცენტში საერთოდ ხმის
ფარულობის კუთხით
არავითარი პრობლემა არ
დაუდგენია ეუთო/ოდირს.
დანარჩენ შემთხვევაში
დადგინდა მხოლოდ ცალკეული
შემთხვევები.პირველი
ბრალდება მთლიანად
გაბათილდა, რაც ეხებოდა
ხმის ფარულობას. რაც
შეეხებოდა ემიგრანტების
მიერ ხმის მიცემას, ეს
საკითხი საერთოდ არ
მიიჩნია რელევანტურად
ეუთო/ოდირმა. შესაბამისად,
ამ ნაწილშიც მათი ყალბი
ბრალდებები მთლიანად იქნა
გაბათილებული. მესამე -
კარუსელი, გახსოვთ ამასთან
დაკავშირებით
განცხადებები, ბრალდება
იმაზე, თითქოს 300 ათასი ხმა
იყო გაყალბებული ასეთი
მეთოდებით, ასევე გახსოვთ
სალომე ზურაბიშვილის
განცხადება იმის შესახებ,
რომ ზუსტად 17-ჯერ აძლევდა
ერთი და იგივე ამომრჩეველი
ხმას, ამასთან
დაკავშირებითაც ბრალდება
თავიდან ბოლომდე იქნა
გაბათილებული. საერთოდ არ
მიიჩნია ეს საკითხი
რელევანტურად ეუთო/ოდირმა.
ამაზე საერთოდ არ არის
საუბარი ეუთო/ოდირის
დასკვნაში.რუსეთის ჩარევა,
ესეც კიდევ ერთი ყალბი
ბრალდება. არავითარი
მინიშნებაც კი არ არის
ამასთან დაკავშირებით
ეუთო/ოდირის დასკვნაში. რაც
შეეხება ძალადობას,
ძალადობასთან
დაკავშირებით საუბარია
მხოლოდ იზოლირებულ
შემთხვევებზე.
შესაბამისად, ყველა
ბრალდება იქნა
გაბათილებული, რასაც
აყენებდა ამ არჩევნებთან
დაკავშირებით რადიკალური
ოპოზიცია", - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.