ეუთო/ოდირი: FARA სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი ზემოქმედების გამო შეშფოთების საგანია

Civil Georgia 2 კვირის წინ 13
ეუთო/ოდირი: FARA სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი ზემოქმედების გამო შეშფოთების საგანია

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) შეშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული სადავო უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) გამო და გააფრთხილა, რომ მას შეუძლია მკვეთრად შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა ქვეყანაში.

„ეს კანონი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე და ყველა იმ პირზე, ვინც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობს“, – განაცხადა ოდირ-ის დირექტორმა მარია თელალიანმა.

ოდირ-მა აღნიშნა, რომ მართალია საქართველოს კანონმდებლობა ვითომდა აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მიხედვითაა შექმნილი, მას არ გააჩნია ამერიკულ კანონმდებლობაში არსებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარანტიები, რაც ხელს უშლის უცხოელი დაფინანსების მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უცხოური გავლენის სუბიექტებად მოხსენიებას.  

ოდირი განმარტავს, რომ აშშ-ის კანონი „უზრუნველყოფს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ძალების სახელით, დარეგისტრირდნენ და ეს ინფორმაცია საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი“.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ამოქმედებულმა კანონმა, სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, „შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა მათი მუშაობისთვის საჭირო გარანტიების გაუქმებით“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არ უნდა ხდებოდეს კანონმდებლობის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადმოტანა, ეროვნული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ზედმიწევნით განხილვის გარეშე.

ოდირ-მა მოუწოდა „საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას“ და „კანონის ყურადღებით შეფასების აუცილებლობას“ გაუსვა ხაზი. მან გამოხატა მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია