დღეს ესტონეთის საგარეო
საქმეთა სამინისტრომ
საქართველოს ელჩი, ზურაბ
ხამაშურიძე დაიბარა, რათა
განეხილათ საქართველოს
მოქალაქეების, ოპოზიციის
ლიდერებისა და
ჟურნალისტების მიმართ
ძალადობა და საქართველოს
მმართველი პარტიის
დღევანდელი მტრული
განცხადება ესტონეთის
შესახებ, – ამის შესახებ
აღნიშნულია ესტონეთის
საგარეო საქმეთა
სამინისტროს
ინფორმაციაში.„ავტორიტარული
ხელისუფლებისა და
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის დღევანდელი
განცხადებები არის
მიუღებელი, მტრული და
სიცრუით სავსე. სამწუხაროა,
რომ ქვეყნის
წარმომადგენლები, რომელთა
სუვერენიტეტს, ტერიტორიულ
მთლიანობასა და
ევროპისკენ მიმავალ
პროგრესს ესტონეთი მხარს
უჭერს თითქმის, 30 წელია,
ესტონეთის სუვერენიტეტის
მიმართ მტრულ რიტორიკას
ატარებენ, რითაც იმეორებენ
რუსეთის მოსაზრებებს“, –
განაცხადა მარგუს
ცაჰკნამ.ესტონეთის
საგარეო უწყების ცნობით,
ელჩთან შეხვედრისას
საუბარი შეეხო
საქართველოში გამართულ
საპარლამენტო არჩევნებს,
წინა და შემდგომ
პერიოდს.„არჩევნების
მონიტორინგის
საერთაშორისო
ორგანიზაციებმა
დაადასტურეს
ფართომასშტაბიანი
დარღვევების ფაქტი და
ესტონეთის მთავრობამ
თავისი პოზიცია გამოთქვა.
ელჩთან შეხვედრაზე
აღინიშნეს, რომ
საქართველოს ქუჩებში
საპროტესტო აქციების
სასტიკი დარბევა
მიუღებელია და არღვევს
ადამიანის უფლებებს“,-
ნათქვამია ესტონეთის
საგარეო საქმეთა
სამინისტროს
ინფორმაციაში.„ესტონეთი
ამას ვერ მოითმენს. ჩვენ
გავაკეთეთ შესაბამისი
განცხადებები და
დავაწესეთ სანქციები
ქვეყანაში შესვლის
აკრძალვის სახით 25
პოლიტიკოსისა და
მაღალჩინოსნის მიმართ,
რომლებიც პასუხისმგებელი
არიან ძალადობაზე.
მმართველი პარტიის
გადაწყვეტილებით,
შეაჩეროს საქართველოს
ევროინტეგრაცია, ხალხი
შოკირებული იყო და აიძულა
ისინი, გასულიყვნენ ქუჩაში
საკუთარი შეხედულებების
გამოსახატად და მათ აქვთ
ამის უფლება“, – აღნიშნულია
ესტონეთის საგარეო
საქმეთა მინისტრის
განცხადებაში.