ესტონეთის საგარეო
საქმეთა მინისტრის, მარგუს
ცაჰკნას განცხადებით, ხელი
მოაწერა განკარგულებას,
რომლის მიხედვითაც,
ესტონეთი საქართველოს 55
მოქალაქეს, მათ შორის,
პროკურორებს,
მოსამართლეებს,
პოლიციელებს, დეპუტატებს,
ქვეყანაში შესვლას
უკრძალავს.ამის შესახებ
პოლიტიკოსმა სოციალურ
ქსელ X-ზე დაწერა.
განკარგულება ძალაში დღეს,
3 მარტს
შევიდა.სანქცირებულებს
შორის არიან საქართველოს
პარლამენტის დეპუტატები
ლაშა ტალახაძე, ირაკლი
ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე,
გელა სამხარაული და ბექა
ოდიშარია