“გლოვოს” კურიერები ესპანეთში ოფიციალური, შტატში ჩასმული თანამშრომლები გახდებიან, ახალი კანონპროექტის მიზანი კურიერების შრომითი უფლებებს უზრუნველყოფაა. აღნიშნული ცვლილება კი კომპანიის ბიზნესმოდელს სრულად ცვლის.
ინფორმაცია „გლოვოს“ მმართველმა ჯგუფმა, გერმანულმა კომპანია Delivery Hero-მ დაადასტურა, რომელიც საკურიერო სერვისის საკონტროლო წილს ფლობს.
ახალი მოდელის მიხედვით, Glovo-ს კურიერები შტატგარეშე თანამშრომლები აღარ იქნებიან და ისინი შრომით ხელშეკრულებას გააფორმებენ.
Delivery Hero განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მთავრობის ხისტი ჩარევითა და ზეწოლით მიიღეს.
ცვლილება მხოლოდ Glovo-ს ესპანურ სერვისს შეეხება.
2021 წელს ესპანეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც მიტანის სერვისებში დასაქმებული ადამიანების შრომით უფლებების დაცვის კანონი მიიღო.
2024 წლამდე „გლოვო“ კურიერებს „ფრილანსერის“ სტატუსით ამუშავებდა და რესტორნებიდან შეკვეთებს სწორედ ასე არიგებდა, რის გამოც კომპანია არა ერთხელ დაჯარიმდა. აღნიშნული დარღვევები Delivery Hero-ს 2025 წლის მოგებაზე 100 მილიონი ევროთი უარყოფითად აისახება.