ესპანეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტრომ, Ryanair-ი და რამდენიმე ბიუჯეტური ავიაკომპანია დააჯარიმა

News.ge 3 კვირის წინ 41
ესპანეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტრომ, Ryanair-ი და რამდენიმე ბიუჯეტური ავიაკომპანია დააჯარიმა

ესპანეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტრომ, ბიუჯეტური ავიაკომპანიები როგორიცაა: Ryanair, easyJet, Vueling, Norwegian და Volotea, ჯამში, 179 მილიონი ევროთი დააჯარიმა, მათ შორის, დამატებითი ხელბარგის გადატანისთვის გადასახადის დაწესების გამო.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანიები არღვევდნენ კლიენტების უფლებებს, როდესაც აწესებდნენ გადასახადს დიდი ზომის ხელბარგზე, თვითმფრინავში ადგილის შერჩევაზე ან ჩასხდომის ბარათის ამობეჭდვაზე, ასევე არ აძლევდნენ მგზავრებს ნაღდი ფულის გადახდის საშუალებას სარეგისტრაციო დახლებზე ან ბორტზე საქონლის შეძენის შესაძლებლობას.
ავიაკომპანიების ჯარიმები ასე გადანაწილდა: Ryanair დაჯარიმდა 108 მილიონი ევროთი, Vueling – 39 მილიონი ევროთ, easyJet – 29 მილიონი ევროთი, Norwegian – 1,6 მილიონი ევრო და Volotea – 1,2 მილიონი ევრო.
ესპანეთის ავიაკომპანიების დარგობრივი ჯგუფი ამ ჯარიმების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
წყარო: reuters.
რუსთავი 2

სრულად წაიკითხეთ სტატია