„ეს შემთხვევა განსაკუთრებული იყო...“ - საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა გუნდმა ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაატარა

Primetime.ge 5 საათი წინ 1
„ეს შემთხვევა განსაკუთრებული იყო...“ - საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა გუნდმა ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაატარა
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ქირურგი კობა შანავა წერს ქალზე, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა და მისი დონორი შვილი აღმოჩნდა. თუმცა, ამ ოპერაციას თან ორმაგი რისკი ახლდა.„დიდი ხანია, ფეისბუკზე პოსტი არ გამომიქვეყნებია, თუმცა ეს ისეთი შემთხვევაა, გადაწყვიტე, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო ძალიან საყვარელი დედა-შვილის ისტორიის შესახებ, როდესაც შვილმა თავისი გმირობით დედა გადაარჩინა.მინდა გამცნოთ, რომ საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა გუნდმა წარმატებით ჩაატარა ღვიძლის გადანერგვის ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია. შეგნებულად ვიყენებ სიტყვა ურთულესს, გამომდინარე იქიდან, რომ ღვიძლის ნებისმიერი გადანერგვა რთულია, თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებული იყო.პაციენტის შვილი იყო დონორობის ერთადერთი კანდიდატი, რომლის ღვიძლის შესწავლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ მას აქვს კარის ვენის ანატომიის მესამე ტიპი, რომელიც გართულებების მაღალი რისკის გამო, მსოფლიოს უმრავლეს ცენტრებში მიიჩნევა ოპერაციის უკუჩვენებად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი ტრანსპლანტაციის ცენტრებია, სადაც მსგავსი ტიპის შემთხვევა განიხილონ ოპერაბელურად, გართულებების მაღალი რისკის გამო.ეს იყო ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი გამბედაობა, დიდი გამოწვევა და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, საქმე გვქონდა გართულების ძალიან მაღალ რისკთან, ასევე ვიცოდით, რომ ეს იყო ერთადერთი გზა ამ ადამიანის გადარჩენის, გადავწყვიტეთ, ამ ოპერაციის გაკეთება. ოპერაცია ჩატარდა გართულებების გარეშე და დასრულდა წარმატებით. დონორიც და რეციპიენტიც გაეწერა ბინაზე.მადლობა მთელს გუნდს ამ წარმატებული ოპერაციისთვის - ვამაყობ ამ გუნდის თითოეული წევრით. ასევე მადლობა ყველა იმ პირს, ვისაც გარკვეული წვლილი მიუძღვის ამ ურთულესი ოპერაციის ჩატარების ხელშეწყობაში“, - წერს კობა შანავა.
სრულად წაიკითხეთ სტატია