"ეს ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული და არა გველის თუ ვეფხვის წელზე" - მამა ბენიამინი შობის დღესასწაულზე

Primetime.ge 2 დღის წინ 3
"ეს ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული და არა გველის თუ ვეფხვის წელზე" - მამა ბენიამინი შობის დღესასწაულზე
ანტონ მარტყოფელის სახელობის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მამა ბენიამინ ბელქანია ტელეწამყვან გიორგი დარასელიას მოკლე ვიდეოჩანაწერში საუბრობს შობაზე...არქიმანდრიტი ბენიამინ ბელქანია: 2900 წლის წინ ესაია წინასწარმეტყველმა მაცხოვრის შობა იწინასწარმეტყველა. ასევე 2400 წლის იგივე იწინასწარმეტყველა დანიელ წინასწარმეტყველმა. კიდევ უფრო ადრე, სამი ათას ასი წლის წინ უფლის შობა ნაწინასწარმეტყველებია ფსალმუნებში.იულიუსის კალენდრის მიხედვით 7 იანვარი იგივეა რაც 25 დეკემბერი, ოღონდ ერთი ძველი სტილითაა, მეორე - ახლით. იულიუსის კალენდრის მიხედვით აღვნიშნავთ სხვა დღესასწაულებსაც. ნათლისღებას, 19 იანვარს დედამიწაზე  მთელი მსოფლიოს წყლები იკურთხება. მეოთხე საუკუნიდან დღემდე, ამ დღეს, მდინარე იორდანე უკან იხევს. ესეც ნაწინასწარმეტყველები იყო. შობა მხოლოდ 25 დეკემბერს და 7 იანვარს კი არ უნდა გვახსოვდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მაცხოვარმა შობისთვის აირჩია ბაგა. შობას განსაკუთრებულად ხვდებიან ამერიკაშიც და ევროპაშიც, ახალ წელს კი ჩვეულებრივად ულოცავენ ერთმანეთს. შობა მთავარი დღესასწაულია. ეს გადმოვიღოთ. ახალი წლის პირველი დღე, ბოლო დღე და საერთოდ, კეთილდღეობა - ეს ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული და არა გველის წელზე და ვეფხვის წელზე. ამიტომ უნდა ვილოცოთ. ღმერთმა მოგვცეს ცოცხალი რწმენა. არავინ არ გვძულდეს. სიყვარულის სუფევაა სამოთხეში და თუ ახლა გვეცინება იმაზე, მტერი როგორ უნდა გვიყვარდესო, სამოთხეში არ გაგეცინებათ ამაზე. შეგეცოდებათ ადამიანი, რომელიც სცოდავს, არასწორად ცხოვრობს. მადლს აღსარება ზიარების საიდუმლოთი ვიღებთ. აბა, ღმერთმა დაგლოცოთ...
სრულად წაიკითხეთ სტატია