ჭავჭავაძის გამზირის და
ვარაზისხევის
დამაკავშირებელი
გზაჯვარედინი ისევ
პარალიზებულია. გაშლილია
კარვები - ადგილზე რჩებიან
ოპოზიციური პარტიების
ლიდერები.ხელახალი
არჩევნების მოთხოვნით,
პროტესტის ახალ ფორმას
გუშინ საღამოს მიმართეს -
დაანონსებულია, რომ აქცია 24
საათი გაგრძელდება. როგორი
იქნება შემდეგი ნაბიჯები-
ამაზე ინფორმაცია დღეს
საღამოს, 20:00 საათზე გახდება
ცნობილი."ხელისუფლების
წინააღმდეგ
დაუმორჩილებლობაა.
პროტესტი გადავიდა ახალ
ეტაპზე, მისი ინტენსივობა
და მისი მასშტაბი უფრო
გაძლიერდება და
გაგრძელდება ეს ყველაფერი
მანამ, სანამ ერთადერთი
გამოსავალი არ იქნება
გამონახული ახალი
არჩევნები", - აცხადებს
"კოალიცია ცვლილებისთვის -
გვარამია, მელია, გირჩი,
დროა" თავმჯდომარე ნიკა
მელია.