ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს - სპეციალური მიმართვა და ინსტრუქცია

Primetime.ge 5 საათი წინ 13
ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს - სპეციალური მიმართვა და ინსტრუქცია
2025 წლის აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ.დეტალური ინსტრუქცია:პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა შევიდნენ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე.თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა, წაშალეთ ის და კურსორი დააყენეთ იმ პროგრამასთან, რომლის შემდეგაც გინდათ მისი ჩასმა. ჩაწერეთ კოდი და მიეცით ბრძანება – “დამატება”.თუ პირველ ადგილზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს – “დამატება” და წერთ სასურველი პროგრამის კოდს, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს – “წაშლა” და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგარი პროგრამა ინაცვლებს სასურველ, პირველ საფეხურზე.აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება.გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია ის პროგრამა, რომელიც თქვენს რეიტინგულ სიაშია მითითებული, მოცემულია აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდის ბმულზე: კონკურსი პროგრამებზე.პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ:– აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);– გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;– მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;– საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;– თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
სრულად წაიკითხეთ სტატია