ეს მაჩვენებლები მოწმობს
იმას, რომ საქართველოს მიერ
დაგეგმილი და
განხორციელებული პოლიტიკა
და რეფორმები აბსოლუტურად
სწორ მიმართულებით
ვითარდება, - განაცხადა
„ხალხის ძალის“ წევრმა ეკა
სეფაშვილმა თანმიმდევრული
განვითარების ინდექსთან
დაკავშირებით, რომელშიც
საქართველო მსოფლიოში მე-12
ადგილზეა.მისი თქმით,
საერთაშორისო ინდექსებში
საქართველოს მოწინავე
რეიტინგი მოწმობს, რომ
საქართველო არის
თანამედროვე ტიპის
დემოკრატიული
სახელმწიფო.„გამოქვეყნებული
ინდექსები, როგორიც არის
დემოკრატიული წინსვლა,
თანმიმდევრული
განვითარება, სადაც
„საქართველომ საუკეთესო
პოზიციები აჩვენა,
თანმიმდევრული
განვითარების მხრივ
მსოფლიოში მე-12 ადგილს
იკავებს და ხოლო
დემოკრატიული წინსვლის
თვალსაზრისით 32-ე ადგილს
იკავებს. ეს მაჩვენებლები
მოწმობს იმას, რომ
საქართველოს მიერ
დაგეგმილი და
განხორციელებული პოლიტიკა
და რეფორმები აბსოლუტურად
სწორ მიმართულებით
ვითარდება. და
საქართველოში
დემოკრატიული
ღირებულებები, როგორიც
არის ადამიანის უფლებების
დაცვა, სამოქალაქო
საზოგადოების განვითარება
და ა.შ. უზრუნველყოფილია
მაღალ დონეზე. ეს ნიშნავს
იმას, რომ საქართველო არის
თანამედროვე ტიპის
დემოკრატიული
სახელმწიფო“, - განაცხადა
ეკა სეფაშვილმა.