იესოს ლოცვას რომ ჩვენი
დაცვა, განკურნება და ხსნა
შეუძლია, ეს ვიცით. ვისაც ეს
პირველად ესმის, შეუძლია
წაიკითხოს და გაიგოს, თუ რა
ძალის მატარებელია ეს
მოკლე ლოცვა. "უფალო იესო
ქრისტე, ძეო ღვთისა,
შემიწყალე მე ცოდვილი“, - ეს
ლოცვა 2000 წლისაა.წმინდა
მამების აზრით, ამ ლოცვას
მისტიკური ძალა და
მნიშვნელობა აქვს. მას
წმინდა მოციქულები და
წმინდა მამები ამბობდნენ.
ჩვენც ხშირად უნდა
ვიმეოროთ, რადგან იგი
წმენდს, ზღუდავს და იცავს
გულსა და გონებას ბოროტი
გულისთქმებისა და
აზრებისგან.დაუცხრომლად
და მთელი გულით
წარმოთქმული იესოს ლოცვა,
უკვე შინაგანი ლოცვაა,
რომელიც ღვთაებრივი
ნათლის გამობრწყინების
წინაპირობად იქცევა.იესოს
ლოცვას წარმოვთქვამთ
როგორც ხმამაღლა, ისე -
გულში. იგი შეგვიძლია
ვიმეოროთ ნებისმიერ
ვითარებაში - ვსხედვართ თუ
ვწევართ, ვმგზავრობთ, თუ
ვჭამთ, გვიჭირს თუ -
გვილხინს... და ვამბობთ
შეუზღუდავად.***და მაინც რა
სარგებლობა მოაქვს იესოს
ლოცვას?"ლოცვა - უფალო იესო
ქრისტე, ძეო ღვთისაო,
შემიწყალე მე, ცოდვილი -
აშთობს სიძვას, აოკებს
მძვინვარებას, განდევნის
მრისხანებას, განაქარვებს
სევდას, გვაშორებს
კადნიერებას, სპობს
სასოწარკვეთას, განდევნის
უდებებას, განანათლებს
გონებას, გვგვრის
ცრემლებს..." - ამბობს მამა
ვალენტინი მორდასოვი