ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ობიექტურობა და სამართლიანობა გვერდით არის გაწეული და მხოლოდ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზანშეწონილობაა განმსაზღვრელი - ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-სირიის საკითხზე

Primetime.ge 3 საათი წინ 8
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ობიექტურობა და სამართლიანობა გვერდით არის გაწეული და მხოლოდ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზანშეწონილობაა განმსაზღვრელი - ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-სირიის საკითხზე
დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა შტატების კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც სირიას სანქციებს უხსნის. განცხადება დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს, საინვესტიციო ფორუმზე გააკეთა. ამერიკის პრეზიდენტმა დღეს პირველი არაოფიციალური შეხვედრა სირიის პრეზიდენტთან გამართა."ქართულ ოცნებაში" უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გაუგებარი და ბუნდოვანია გადაწყვეტილება, როდესაც არადემოკრატიულ სახელმწიფოს სანქციებს უხსნი, საქართველოსთვის კი ძალაში ტოვებ."ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება თუ რა მდგომარეობაშია დღეს სირია, რა მდგომარეობაშია იქ ადამიანის უფლებები, სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების მდგომარეობა, სადაც ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ გენოციდს განიცდიან, სხვა რომ არაფერი ვთქვათ იმ ძალაზე, რომელიც სირიის სათავეშია მოსული. აქედან გამომდინარე, ეს შედარებაც კი წარმოუდგენელია საქართველოს ვითარებასა და სირიაში არსებულ უმძიმეს ვითარებას შორის, ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში, ობიექტურობა და სამართლიანობა გვერდით არის გადაწეული და მხოლოდ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზანშეწონილობაა განმსაზღვრელი, ამა თუ იმ ქმედების განსახორციელებლად", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია