“ეს იქნება სასიკვდილო ლურსმნის დაჭედება ქოცების პოლიტიკურ კუბოზე” – გია ბუღაძე

News.ge 2 კვირის წინ 4
“ეს იქნება სასიკვდილო ლურსმნის დაჭედება ქოცების პოლიტიკურ კუბოზე” – გია ბუღაძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გია ბუღაძეც იმყოფება – მხატვარი “პირველებთან” ამბობს:

“გასაგებია აქ რაც არის. საზოგადოების ეშინიათ. არ უნდათ, რომ დაინახონ, რამდენ ადამიანს აღელვებს ეს თემა. ზურა სერიოზული მოვლენაა და ეს იქნება, ფაქტობრივად, სასიკვდილო ლურსმნის დაჭედება ქოცების პოლიტიკურ კუბოზე. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ არ გვეშინია მათი და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ხალხის ეშინიათ. სიფრთხილეს იჩენენ გარკვეული თვალსაზრისით. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მათ, ხალხს მათი არ ეშინიათ”. – განაცხადა გია ბუღაძემ. 

წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს  20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა.

სრულად წაიკითხეთ სტატია