მმართველი გუნდის მიერ
დაანონსებულ ახალ
რეგულაციებს ოპოზიციაში
აფასებენ. "გახარია
საქართველოსთვის" წევრის,
თეონა აქუბარდიას
შეფასებით, "ქართული
ოცნების" საბოლოო მიზანი
ქვეყანაში თავისუფალი
მედიისა და განსხვავებული
ხმის არარსებობაა."ეს
ცალსახად არის მორიგი
მანიპულაცია იმისთვის, რომ
რაც აქამდე ვერ შეძლეს,
ყალბი დამტკიცება "რუსული
კანონის," მავნე ეფექტიდან
გამომდინარე, ახლა
რამენაირად ქნან, რაც
დარწმუნებული ვარ, ისევე,
კრახით დასრულდება, როგორც
ეს "რუსული კანონის"
შემთხვევაში დასრულდა.არც
ბრიტანული იქნება ეს
კანონპროექტი, ისევე, როგორ
რუსული კანონი არ იყო
ამერიკული. ეს იქნება
მორიგი ცენზურისა და
მორიგი მედია
თავისუფლების შეზღუდვის
ის ახალი ტალღა, რაც მიზნად
ისახავს სიმართლის
გავრცელების შეზღუდვას,
ისე, როგორც ეს ავტორიტარულ
ქვეყნებში ხდება," - აღნიშნა
"გახარია საქართველოსთვის"
წევრმა, თეონა
აქუბარდიამ.ცნობისთვის,
სახელისუფლებო პარტია
ახალ რეგულაციებს
მომდევნო ორი თვის
განმავლობაში
დააინიციირებს.
ჩამონათვალშია ამერიკული
"ფარას" ზუსტი ანალოგი,
რომელიც უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ
კანონს ჩაანაცვლებს.
დასავლური ქვეყნების
ანალოგით მომზადებული
ახალი კანონი მედიას
შეეხება. "ქართულ ოცნებაში"
განმარტავენ, რომ ამ
შემთხვევაში ისინი
ბრიტანულ მოდელსა და
კანონმდებლობას
გაითვალისწინებენ.
ცვლილების მიხედვით,
შეიზღუდება მედიის
დაფინანსება უცხოური
წყაროებიდან, თუმცა ეს არ
შეეხება კომერციული
რეკლამებიდან მიღებულ
შემოსავლებს. ანალოგიური
შეზღუდვა დაწესდება
საჯარო სამსახურშიც.