„ეს ბიჭი დედამისის ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა კესოს, სადაც ტიროდა, შვილს ეუბნებოდა, ეს რა გააკეთე, მეც და მამაშენიც თავს მოვიკლავთო… ის კი იძახოდა, ჩემი ცოლი, ჩემი ცოლიო“ – რას ჰყვება კესარიას მეგობარი?

Dailyinfo.cc 3 თვის წინ 42
„ეს ბიჭი დედამისის ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა კესოს, სადაც ტიროდა, შვილს ეუბნებოდა, ეს რა გააკეთე, მეც და მამაშენიც თავს მოვიკლავთო… ის კი იძახოდა, ჩემი ცოლი, ჩემი ცოლიო“ – რას ჰყვება კესარიას მეგობარი?

მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მეგობრები ბრალდებულ, ბექა ჯაიანთან მისი ურთიერთობის შესახებ საუბრობენ. როგორც ნათია თოფჩიძე მედიასთან საუბრობს, ჯაიანს კესარია მანიაკალური სიყვარულით ჰყავდა ამოჩემებული.

„იცით როგორ ჰყავდა ამოჩემებული, მანიაკალური სიყვარულით. კესოსაც სჯეროდა, რომ მის გარდა ვერავინ შეიყვარებდა. ყოველ წუთას უმტკიცებდა, რომ უყვარდა და შერიგებას სთხოვდა. მირჩევნია მოგკლა და მკვდარი გნახოო. 

კესარიას და ჯაიანის ოჯახმა მათი ურთიერთობის შესახებ იცოდა. ამის გასაჯაროება სიახლე არავისთვის იქნებოდა. სულ იძახოდა, ჩემი ცოლი, ჩემი ცოლი. ათამაშებდა ამ ოჯახობანას. მეზობლები სცნობდნენ და ყველგან დადიოდნენ.

ეს ბიჭი დედამისის ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა კესოს, სადაც ტიროდა. შვილს ეუბნებოდა, ეს რა გააკეთე, მეც და მამაშენიც თავს მოვიკლავთო. მეზობლებს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო. ის რომ ჯაიანის მშობლებმა არ იცოდნენ ეს ამბავი, ტყუილია. კესომ მითხრა, რომ ერთხელ სახლშიც მიიყვანა“, – ამბობს კესარიას მეგობარი.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სრულად წაიკითხეთ სტატია