"ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი შეხვედრა,
პირველ რიგში, პოლიტიკური
კავშირების გასამყარებლად
ორ ქვეყანას შორის და, რა
თქმა უნდა, საუკეთესო
შესაძლებლობა, რომ ყველა
სექტორში, ყველა
მიმართულებით გვქონდეს
დიალოგი ჩვენს
პარტნიორთან", - ეს
განცხადება საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა, უნგრეთში
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
ორდღიანი ოფიციალურის
ვიზიტის შესახებ
საუბრისას გააკეთა.მისი
თქმით, უნგრეთი
უმასპინძლებს საქართველოს
მთავრობის ყველა წევრს."ეს
არის მორიგი სამიტი.
პირველი შეხვედრა
გაიმართა თბილისში. დღეს
უკვე უნგრეთი
უმასპინძლებს საქართველოს
მთავრობის ყველა წევრს. ეს
არის ძალიან
მნიშვნელოვანი შეხვედრა,
პირველ რიგში, პოლიტიკური
კავშირების გასამყარებლად
ორ ქვეყანას შორის და, რა
თქმა უნდა, საუკეთესო
შესაძლებლობა, რომ ყველა
სექტორში, ყველა
მიმართულებით გვქონდეს
დიალოგი ჩვენს
პარტნიორთან და ამ
დიალოგის ფარგლებში,
გავაძლიეროთ
თანამშრომლობა და
გავაკეთოთ ბევრი
საინტერესო ორივე
ქვეყნისთვის, საინტერესო
პროექტი, რაც მომავალში
ხელს შეუწყობს ჩვენი
ურთიერთობების კიდევ უფრო
გაღრმავებას", - აცხადებს
მაკა ბოჭორიშვილი.