10 ადამიანიდან, რომელსაც
ხველა, ცემინება, ცხვირიდან
გამონადენი და მაღალი
ტემპერატურა აქვს,
სავარაუდოდ, 6 გრიპით
ინფიცირებულია, - ამის
შესახებ „იაშვილის
სახელობის ბავშვთა
ცენტრალური საავადმყოფოს“
სამედიცინო დირექტორმა,
ივანე ჩხაიძემ
განაცხადა.მისივე თქმით, თუ
დეკემბრის ბოლოს
ვირუსების საერთო
განაწილებიდან გრიპის
ხვედრითი წილი 25% იყო, ახლა
60%-ს მიაღწია.„გრიპის
ვირუსის ხვედრითი წილი
მატულობს. იანვარი გრიპის
ვირუსის მატების
თვალსაზრისით გამორჩეული
იყო. თუ დეკემბრის ბოლოს
გრიპის ხვედრითი წილი იყო
25%, ახლა 60%-ს მიაღწია.
ვირუსების საერთო
განაწილებიდან 60%-ში გრიპი
ფიქსირდება. ეს ნიშნავს რომ
10 ადამიანიდან, რომელსაც
ხველა, ცემინება, ცხვირიდან
გამონადენი და მაღალი
ტემპერატურა აქვს,
სავარაუდოდ, 6 გრიპით
ინფიცირებულია. ეს ნიშნავს,
რომ ახლა, ინფიცირების
მატების ფონზე გრიპი
გავრცელების მიხედვით
მაქსიმალურ ციფრზეა“,-
აღნიშნა ჩხაიძემ.მისივე
ინფორმაციით, გრიპის
შემთხვევების ზრდასთან
ერთად გაიზარდა
ჰოსპიტალიზაციის
მაჩვენებელიც და იაშვილის
კლინიკაში 25-საწოლიანი
დეპარტამენტი
დაამატეს.„მკვეთრად არის
გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის
მაჩვენებელი იაშვილის
კლინიკაში. ერთი
დეპარტამენტი მთლიანად
დავუმატეთ ჩვენს
სტრუქტურულ
შემადგენლობას, 25 საწოლი
საკმარისი არ აღმოჩნდა.
კიდევ ერთი, 25-საწოლიანი
დეპარტამენტი
გამოვათავისუფლეთ
ბავშვების მისაღებად.
გრიპი მძიმე
მიმდინარეობის გამო,
კლინიკაში უნდა იყოს
მართული. ჩვენს კლინიკაში
არ დაფიქსირებულა გრიპით
გარდაცვალების
შემთხვევა“,-აღნიშნა
ჩხაიძემმისივე თქმით,
მთავარი რეკომენდაცია
ვაქცინაციაა.აქვს თუ არა
აზრი ახლა ამ ვაქცინის
გაკეთებას, ეს არის
ერთ-ერთი მთავარი კითხვა,
იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად
ვამბობთ, ოქტომბრის ბოლო,
ნოემბრის თვე არის
იდეალური პერიოდი
ვაქცინაციისთვის.მაგრამ
როდესაც საქმე
რისკ-ჯგუფებს ეხება,
რისკ-ჯგუფებისთვის
ვაქცინაცია არასდროს
გვიანი არ არის, ვინაიდან
მოსახლეობის ამ ფენას აქვს
მაღალი ალბათობა, გრიპით
ინფიცირების შემთხვევაში,
დაავადების მძიმე
მიმდინარების,
საავადმყოფოში მოხვედრის.
რისკი-ჯგუფები არიან
ორსულები, 5 წლამდე ასაკის
ბავშვები, 60 წელს
გადაცილებული მოსახლეობა,
ქრონიკული დაავადების
მქონე პირები. მათთვის
ახლაც ვაქცინაციის
ჩატარებას, რა თქმა უნდა,
აზრი აქვს," - აღნიშნა
იაშვილის სახელობის
ბავშვთა ცენტრალური
საავადმყოფოს სამედიცინო
დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.