გივი თარგამაძის
მკვლელობის მცდელობის
საქმის ახალ
გარემოებებთან
დაკავშირებით,
საქართველოს პროკურატურის
განცხადებას ოპოზიციაში
ეხმაურებიან. "ნაციონალურ
მოძრაობაში" ამბობენ, რომ
ის, რაც დღეს საგამოძიებო
უწყებამ ისაუბრა,
სიმართლეს არ
შეესაბამება. პლატფორმა
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობა", გიგი უგულავა
არჩევნების წინ მოწყობილ
სპეკულაციაზე საუბრობს."ეს
არის უკვე 8 წლის თავზე,
მორიგ არჩევნებზე ამ
საქმით სპეკულაცია. ეს
საქმე ახლა ატარებს მხოლოდ
და მხოლოდ პროპაგანდისტულ
ხასიათს. ჩვენ დღეს ვიხილეთ
და გავიგეთ ის, რომ 26
ოქტომბრის მერე, ეს საქმე
აუცილებლად გაიხსნება,“ -
აცხადებს გიგი
უგულავა.პლატფორმის
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობა" ერთ-ერთი ლიდერი,
გიორგი ვაშაძე აცხადებს,
რომ პროკურატურის
განცხადება
არასერიოზულია."კიდევ ერთი
ნათელი დასტური, რომ
"ქართული ოცნება"
მარცხდება. იმდენად
არასერიოზულია, იმდენად
სასაცილოა ეს განცხადება.
26-ში დამარცხდება ქართული
ოცნება და ყველა ამ ტყუილს
აეხდება ფარდა," - ამბობს
გიორგი ვაშაძე.ცნობისთვის,
პროკურატურის მტკიცებით,
აფეთქებამდე გივი
თარგამაძის თვალთვალის
დავალება მიხეილ
სააკაშვილმა გასცა.
უწყებამ ისაუბრა იმ
ჩვენების დეტალებზე,
რომელიც გამოძიებას
საქმის ფარგლებში
დაკავებულმა მისცა. ამ
ჩვენების მიხედვით, დარჩო
ხეჩუაშვილი პროკურატურას
უყვება, რომ მასთან
კონტაქტზე გავიდა
ქართველი კრიმინალური
ავტორიტეტი შოთა
ჭიჭიაშვილი, რომელმაც
განუცხადა, რომ შეხვდა
შინაგან საქმეთა ყოფილ
მინისტრს, გია
ლორთქიფანიძეს და მიხეილ
სააკაშვილს- ყოფილი
პრეზიდენტისგან კი მან
გივი თარგამაძის
თვალთვალის დავალება
მიიღო.დარჩო ხეჩუაშვილი
აცხადებს, რომ ის გარკვეული
პერიოდი უთვალთვალებდა
პოლიტიკოსს. აფეთქებაც
ერთ-ერთი ეპიზოდის დროს
მოხდა, კერძოდ მას შემდეგ,
რაც შოთა ჭიჭიაშვილს
შეატყობინა, რომ გივი
თარგამაძემ ნაციონალური
მოძრაობის ოფისი დატოვა.