"ეს არის უბრალოდ პოლიტიკური შოუ, ამ "მეგობარ აქტში", რეალურად კი მტრულ აქტში მეგობრული არაფერი წერია" - ლევან მაჭავარიანი

Primetime.ge 4 საათი წინ 1
"ეს არის უბრალოდ პოლიტიკური შოუ, ამ "მეგობარ აქტში", რეალურად კი მტრულ აქტში მეგობრული არაფერი წერია" - ლევან მაჭავარიანი
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, "მეგობარი აქტის" მიღება უბრალოდ პოლიტიკური შოუა.მისი განმარტებით, თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ეს დასტური იქნება იმის, რომ "დიფ სთეითი" ამერიკაში ჯერ არ შესუსტებულა."ეს არის უბრალოდ პოლიტიკური შოუ და რას ვგულისხმობ ამაში: ამ "მეგობარ აქტში", რეალურად კი მტრულ აქტში, რადგან იქ მეგობრული არაფერი წერია. იქ რაც არის ჩაწერილი, სანქციების ნაწილი და ა.შ. ეს ყველაფერი ბატონ ტრამპს შეუძლია აამოქმედოს დღესვე. დავუშვათ, რომ ეს კანონპროექტი იქცევა კანონად. ეს არის ერთგვარი ტესტი იმ მდგომარეობისთვის, თუ რამდენად არის შესუსტებული "გლობალური ომის პარტიის" არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენები ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ეს დასტური იქნება იმის, რომ იმ მომენტისთვის "დიფ სთეითის" არაფორმალური მმართველობის გავლენები იმ დონეზე ვერ იქნება შემცირებული აშშ-ში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია