ეს არის პოლიტიკური აქტი და კონსტიტუციით გათვალისწინებული ბოიკოტის უფლება იზღუდება - ტატა ხვედელიანი მანდატების შეწყვეტაზე

Primetime.ge 1 თვე წინ 15
ეს არის პოლიტიკური აქტი და კონსტიტუციით გათვალისწინებული ბოიკოტის უფლება იზღუდება - ტატა ხვედელიანი მანდატების შეწყვეტაზე
პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" მათი პარტიის წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურნენ. ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ ამით პოლიტიკური ბოიკოტის კონსტიტუციური უფლება დაირღვა."ეს არის პოლიტიკური აქტი და კონსტიტუციით გათვალისწინებული ბოიკოტის უფლება იზღუდება. რა თქმა უნდა, ნორმალური და სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ამას გაეცემა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ აქტში იქნება ჩართული, მიიღებს პასუხს. ჩვენ გამოვიყენეთ პოლიტიკური ბოიკოტის უფლება, რომელიც კონსტიტუციით არის მონიჭებული ჩვენთვის," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია