„ეს არის კულმინაცია იმ ანტიქართული პოლიტიკის, რომელიც სამწუხაროდ ბალტიის ქვეყნებში არის გატარებული“ - შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე

Primetime.ge 12 საათი წინ 2
„ეს არის კულმინაცია იმ ანტიქართული პოლიტიკის, რომელიც სამწუხაროდ ბალტიის ქვეყნებში არის გატარებული“ - შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე
"ბალტიის ქვეყნების ეს აკვიატება უკვე სერიოზული აღარც არის, რთულია ახსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიეტუვის მიერ საქართველოს ათი მოქალაქის დასანქცირებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა."სამი ქვეყანაა, რომელიც წესით კარგად უნდა ხვდებოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ესენი გადაემტერნენ ქართველ ხალხს. ეს კულმინაციაა ამ მტრული პოლიტიკის გამოვლინების. გახსოვთ წინა წლები, ვინ იყვნენ სააკაშვილის გულშემატკივრები? ბალტიის პოლიტიკური ელიტა. ვინ იყო, ვინც ყოველთვის ცდილობდა აერია სიტუაცია იმ მხრივ, რომ სააკაშვილს ცხვირში გვტენიდნენ, იყო ბალტიის პოლიტიკური ელიტა. ასე რომ ეს არის კულმინაცია იმ ანტიქართული პოლიტიკის, რომელიც სამწუხაროდ ბალტიის ქვეყნებში არის გატარებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, ლიეტუვამ საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა.
სრულად წაიკითხეთ სტატია