"დღეს ამ ერთობით ჩვენ
შევძელით და თქვენთან
ერთად ექსპლუატაციაში
შევიყვანეთ საქართველოში
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი სადგური
- ხობის
ჰიდროელექტროსადგური.
როგორც აღნიშნეს ბატონმა
ლევანმა და ბატონმა
პრემიერმა, ეს არის
ერთ-ერთი ყველაზე დიდი
ელექტროსადგური
დამოუკიდებელი
საქართველოს ისტორიაში," -
ეს განცხადება "ხობი 2 ჰესის"
დამფუძნებელმა, ლაშა
იორდანიშვილმა
ჰიდროელექტროსადგურის
გახსნაზე გააკეთა.მისივე
თქმით, "ხობი 2 ჰესის"
სიმძლავრე არის 45
მეგავატამდე და ეს დიდი
გამარჯვებაა არამხოლოდ
დარგის, არამედ მთელი
ქვეყნის."ხობი 2 ჰესი"
წარმოადგენს ურთულესი
ნაგებობების ერთობლიობას,
თითოეული მათგანი კი იყო
უდიდესი გამარჯვება ჩვენი
ქართული ინჟინერიის და
ქართული მშენებლობის,
რომელსაც ძალიან
წარმატებით გავართვით
თავი," - აცხადებს ლაშა
იორდანიშვილი.