ეს არის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, უკრაინა თავს იცავდა საკუთარ ტერიტორიაზე - ლანა გალდავა

Primetime.ge 2 საათი წინ 4
ეს არის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, უკრაინა თავს იცავდა საკუთარ ტერიტორიაზე - ლანა გალდავა
შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციის განსხვავებული პოზიციები არ უკვირთ."რუბიოს კრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც შეცდომებთან უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომთან დაკავშირებით, სიახლე არ არის. იმიტომ, რომ ამას ამბობდა და ამბობს პრეზიდენტი ტრამპი. მოლოდინების შექმნა, რომ რუსეთი ამ მოლაპარაკებების შედეგად გაიმარჯვებს და ამის ხარჯზე ძალაუფლებას შეუნარჩუნებს, არის კიდევ ერთი მცდარი ფაბულა," - ამბობს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია."ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", ლანა გალდავა ამბობს, რომ უკრაინაც, როგორც საქართველო, თავდაცვით ომში იყო."ეს არის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი. უკრაინა თავს იცავდა საკუთარ ტერიტორიაზე. უკრაინაც, როგორც საქართველო, იყო თავდაცვით ომში. რუსეთს არ გაუვიდა თავიანთი გეგმა, ბლიცკრიგთან დაკავშირებით.მათ ვერ შეცვალეს უკრაინის ხელისუფლება, ვერ დასვეს მათი გავლენის ქვეშ მყოფი მარიონეტი ხელისუფლების სათავეში. ამიტომაც, ერთადერთი რამ, რაც ქართველმა შეიძლება გაჟღეროს, არ აქვს მნიშვნელობა ვის წარმოადგენს ის, არის მხოლოდ აღფრთოვანება უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებმაც არ შეასრულებინეს რუსეთს ის დაკვეთა, რომელიც განზრახული ჰქონდა", - აცხადებს ლანა გალდავა.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს და ორივე მხარე დათმობაზე უნდა წავიდეს. "არაკეთილსინდისიერი იყო ის, რომ რაღაცნაირად დავაჯერეთ ხალხს, რომ უკრაინა არა მხოლოდ დაამარცხებდა რუსეთს, არამედ მას მთლიანად გაანადგურებდა", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია