ეს არ კუდის მოქნევის მცდელობები და დარწმუნებული ვარ, ესეც არ არის ის, რასაც ეს ჩვენი ოპოზიციური გაერთიანება ელოდებოდა

News.ge 2 დღის წინ 6
ეს არ კუდის მოქნევის მცდელობები და დარწმუნებული ვარ, ესეც არ არის ის, რასაც ეს ჩვენი ოპოზიციური გაერთიანება ელოდებოდა

ეს ხომ არ ის კუდის მოქნევის მცდელობები და დარწმუნებული ვარ, ესეც არ არის ის, რასაც ეს ჩვენი ოპოზიციური გაერთიანება ელოდებოდა. სამართლებრივ ჭრილში თუ შევხედავთ ამ სანქციებს, სრულიად აცდენილია სამართლებრივ საფუძვლებს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკაში“ ევროკომისიის მიერ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების შეფასებისას.
მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ურთიერთობების გადატვირთვისკენ და რომ ევროკავშირში ელიან იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელსაც ბერსე საქართველოდან ჩაიტანს.
„ეს [ალენ ბერსეს ვიზიტი] არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ურთიერთობის გადატვირთვისკენ. ჩვენ, ჩვენი მთლიანი გუნდი ამას ასე ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, თითოეული საღად მოაზროვნე ადამიანიც. რაც შეეხება იმას რომ ელიან ბატონი ბერსეს დაბრუნებას და ობიექტური ინფორმაციის ჩატანას, რომელიც წაიღო მან საქართველოდან, რეალურად ამაში ეჭვი არ მეპარება. რა თქმა უნდა, დაელოდებიან. ევროპარლამენტშიც, ზოგადად ევროპულ სტრუქტურებშიც არის ცვლილებები, ახალი ფორმირებებია, ყველას კარგად გვახსოვს და იქაც არსებობენ ლობისტური ძალების გარდა საღად მოაზროვნე ადამიანები, ვინც პრაგმატულად და ობიექტურად არის დაინტერესებული საქართველოთი. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები დაელოდებიან და მოისმენენ ბატონი ბერსესგან იმ რეალურ და ობიექტურ ვითარებას საქართველოში, რასთანაც აქვთ საქმე“. – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თუმცა, მან აქვე აღნიშნა, რომ ევროპულ სტრუქტურებში ლობისტური ჯგუფები არსად წასულან.
„რაც შეეხება პარალელურად დიპლომატიურ პასპორტებზე სანქციების საკითხს, არსად წასულან ის ლობისტური ჯგუფები. წლობით არიან ლობიზმით დაკავებული და უბრალოდ, ჩვენი საზოგადოებისთვის ბოლო წლებში, 2022 წლიდან და განსაკუთრებით ბოლო თვეებში გააქტიურდა ის სახელები და გვარები და სახეები, რასაც ევროპარლამენტში უყურებს, ისინი ხომ არსად წასულან. ეს ხომ არ ის კუდის მოქნევის მცდელობები და დარწმუნებული ვარ, ესეც არ არის ის, რასაც ეს ჩვენი ოპოზიციური გაერთიანება ელოდებოდა“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ამასთან, მისი შეფასებით, მოსალოდნელ სანქციებს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.
„ეს არის უბრალოდ, იქ, იმ ლობისტური ჯგუფების სახის შენარჩუნება, რომლებიც ამდენი წელია, მოქმედებენ და ამდენი წელია, ცდილობენ, რომ აქ ჰქონდეთ ზეგავლენა ჩვენს ქვეყანაზე ამ უსამშობლოებზე დაყრდნობით. ასევე, ეს არის აქ რაღაც დონეზე სრულიად სულგამოცლილი ოპოზიციის ხელოვნურ სუნთქვაზე დატოვება. კარგად ვნახეთ სოციალურ ქსელში, იქაც როგორი პანიკა აქვთ ატეხილი. დეზინფორმაციებს ავრცელებენ, იმდენად აგონიაში არიან, თუნდაც, ერთი მიმართულებით და თუნდაც, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით.
თვითონაც რეალურად ძალიან კარგად ხვდებიან, თუ სად და როგორ არიან და მათ მინდა, მივმართო, არაერთხელ გვითქვამს, რომ აგენტის ბედი რთულია, საქართველოში უნდა გააგრძელონ ცხოვრება და ეს მათი დამოკიდებულებები, მათი პატრონებისგან წამოსული დირექტივების ასე უტიფრად აქ გახმოვანება არ მიიყვანს კარგ შედეგებამდე პოლიტიკური თვალსაზრისით. რეალურად, ყველაფერი მიდის იქით, რომ მსოფლიოში დადგება ძალიან მალე დრო, როდესაც ობიექტურად და პრაგმატულად შეფასდება მოვლენები იმიტომ, რომ ამ ლობისტებს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპარლამენტში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველამ თავიანთი სახელები დაარქვა. ეს არსად დაიმალება და არსად დაიკარგება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სრულად წაიკითხეთ სტატია