2012 წელს იყო 12 იუსტიციის
სახლი და ახლახან გაიხსნა
122-ე იუსტიციის სახლი
შროშაში. ეს ადამიანები
გვაჯერებენ იმას, რომ 122
იმაზე ნაკლებია, ვიდრე 12 და 12
იმაზე მეტია, ვიდრე 122. აი,
ასეთ პროპაგანდასთან
გვაქვს ჩვენ საქმე!, -
განაცხადა მთავრობის
სხდომის შემდეგ გამართულ
ბრიფინგზე იუსტიციის
მინისტრმა, რატი
ბრეგაძემ.მან „ქართული
ოცნების“ ხელისუფლების
პერიოდში სამინისტროში
განხორციელებულ და
დაგეგმილ პროექტებზე
ისაუბრა.ავიღოთ და
შევადაროთ მდგომარეობა
პენიტენციურ სისტემაში.
კარგად მოგეხსენებათ 2012
წელს მთავარი და სისტემური
პრობლემა იყო წამება და არა
ადამიანური მოპყრობა. დღეს
ჩვენ გვაქვს პენიტენციური
სისტემა, რომელშიც
პატიმრებს აქვთ იმის
შესაძლებლობა, რომ
დასაქმდნენ, საკუთარი
შრომით მიიღონ შემოსავალი
და მათ შორის, ონლაინ არს
პატიმრების მიერ
წარმოებული პროდუქციის
შეძენა
შესაძლებელი.როდესაც
ხშირად საუბრობენ ეს ვითომ
პატრიოტები, რომლებსაც
საქართველოს მოქალაქეობა
შეუწყდათ იმის გამო, რომ
ოფიციალურად შევიდნენ
უცხო ქვეყნის
სპეცსამსახურებში.სწორედ
„ქართული ოცნების“
ხელისუფლების პერიოდში
სტრასბურგის სასამართლოში
გამარჯვება მოვიპოვეთ
ჩვენ ყველა საქმეზე,
რუსეთის ფედერაციის
წინააღმდეგ და
დავამტკიცეთ ჩვენი
სიმართლე“, - აღნიშნა
ბრეგაძემ.