ერს ვინც ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 24
ერს ვინც ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს - მამუკა მდინარაძე
ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.მდინარაძე გამოეხმაურა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას დღევანდელ მიმართვას, სადაც ის ამბობს: „ტაძარში მოგვივარდნენ, დაიწყეს ყვირილი, მოღალატეებო, გამოდით, ეგ არის ევროპულობა? კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიებში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა“.როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს.„ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ვერ გაიმარჯვებენ. ვეღარასდროს. ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს. ჩემი დიდი პატივისცემა მამა შალვას“, – წერს მდინარაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია