ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რუბრიკით „ჩვენი საერთო - ქართველური ენები“ პირველი წიგნი გამოსცა

Primetime.ge 1 კვირა წინ 10
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რუბრიკით „ჩვენი საერთო - ქართველური ენები“ პირველი წიგნი გამოსცა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რუბრიკით „ჩვენი საერთო-ქართველური ენები“ პირველი წიგნი გამოსცა - გია ჯიჭონაიას მიერ მეგრულ ენაზე დაწერილი  „ბჟამორინელი“ („მზით გასხივოსნებული“).„ბჟამორინელი“ („მზით გასხივოსნებული“) მხატვრულად დაწერილი ისტორიული რომანია, რომელშიც გადმოცემულია კოლხეთის ამბები უძველესი დროიდან დღემდე. ისტორიული პროცესების გარდა, წიგნში მეგრელების ყოველდღიური ცხოვრებაცაა აღწერილი.„გია ჯიჭონაიას მეგრულად დაწერილი რომანი „ბჟამორინელი“ („მზით გასხივოსნებული“), რომელიც შეეხება ძველი კოლხეთის ცხოვრებას უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე, პირველი წიგნია, რომელსაც გამოვცემთ რუბრიკით „ჩვენი საერთო-ქართველური ენები“. შემდეგი გამოცემები იქნება სვანურად, წოვა-თუშურად და ლაზურად. წიგნი საინტერესოა  მეგრული ენის მცოდნე და ამ ენის მოყვარული მკითხველისთვის”, - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, იდეის ავტორი კონსტანტინე გამსახურდია. 
სრულად წაიკითხეთ სტატია