საქართველოს ეროვნული
ბანკის ორგანიზებით,
იპოთეკით დაცული
ობლიგაციებისადმი
მიძღვნილი კონფერენცია
გაიმართა.კონფერენციის
მიზანი საქართველოში
იპოთეკით დაცული
ობლიგაციების ბაზრის
განვითარების ხელშეწყობა
და სებ-ის მიერ ამ
მიმართულებით გადადგმული
ნაბიჯების შეფასება
იყო.ღონისძიებაში ევროპის
რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკის (EBRD) და
საკრედიტო სარეიტინგო
ორგანიზაცია Moody’s-ის
წარმომადგენლები
მონაწილეობდნენ.
კონფერენციას ასევე
ესწრებოდნენ საქართველოში
ლიცენზირებული კომერციული
ბანკები და სხვა
დაინტერესებული
პირები.სიტყვით
გამოსვლისას ეროვნული
ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა,
ეკატერინე მიქაბაძემ ხაზი
გაუსვა იპოთეკური
ობლიგაციების ბაზრის
განვითარების
მნიშვნელობას ქვეყნის
ფინანსური
ლანდშაფტისთვის.„სებ-ი
ხელს უწყობს იპოთეკით
დაცული ობლიგაციების,
როგორც საფინანსო
სექტორისთვის
ალტერნატიული
დაფინანსების წყაროს
განვითარებას
საქართველოში და ჩვენი
კომპეტენციის ფარგლებში
ყველა ღონისძიებას
მივმართავთ, რათა
აღნიშნული მიმართულება
რაც შეიძლება მცირე ვადაში
გახდეს ხელმისაწვდომი
ბაზრისთვის“, - განაცხადა
ეკატერინე
მიქაბაძემ.ღონისძიების
ფარგლებში პრეზენტაციები
წარადგინეს ეროვნული
ბანკის ფასიანი
ქაღალდების ბაზრის
ზედამხედველობის
დეპარტამენტის, EBRD-ისა და
Moody-ის წარმომადგენლებმა და
მათ ქართული საბანკო
სექტორი და იპოთეკით
დაცული ობლიგაციების
ბაზრის განვითარების
პერსპექტივები
მიმოიხილეს.როგორც EBRD-ის
კაპიტალისა და ფინანსური
ბაზრების დეპარტამენტის
რეგიონული პოლიტიკის
მიმართულების
ხელმძღვანელმა რადა
ტომოვამ აღნიშნა,
საქართველოში იპოთეკით
დაცული ობლიგაციების
საკანონმდებლო ჩარჩო
სრულად შეესაბამება
ევროკავშირის იპოთეკით
დაცული ობლიგაციების
დირექტივას.
საკრედიტო-სარეიტინგო
კომპანია Moody’s-ის
წარმომადგენლებმა თავის
მხრივ ხაზი გაუსვეს, რომ
საქართველოში იპოთეკით
დაცულ ობლიგაციებს
საინვესტიციო რეიტინგის
მიღების შესაძლებლობა
ექნება.