ეროვნული ბიბლიოთეკა,
რომლის სტატუსი წლების
განმავლობაში არაერთხელ
შეიცვალა, რჩება ქვეყნის
მთავარ ბიბლიოთეკად და
ეროვნული ბიბლიოგრაფიის
დეპოზიტარიუმად. კანონში
აქამდე არსებული
ჩანაწერის მიხედვითაც ის
იყო და არის საქართველოში
საბიბლიოთეკო პოლიტიკის
გამტარებელი კულტურის
სამინისტროსთან ერთად, -
ნათქვამია საქართველოს
ეროვნული ბიბლიოთეკის
მიერ სამართლებრივი
სტატუსის ცვლილებასთან
დაკავშირებით გავრცელებულ
ინფორმაციაში.მათივე
ინფორმაციით, ეროვნულ
ბიბლიოთეკას უნარჩუნდება
ილია ჭავჭავაძის სახელი,
თანამშრომლებს
შეუნარჩუნდებათ საჯარო
მოხელის სტატუსი,
ნარჩუნდება ასევე საშტატო
განრიგი, ბიბლიოთეკის
მფლობელობაში არსებული
ინფრასტრუქტურა და
ბიუჯეტი.„საქართველოს
რესპუბლიკურ ბიბლიოთეკას
1990 წელს ეწოდა საქართველოს
ეროვნული ბიბლიოთეკა.
საქართველოს პრეზიდენტის
1996 წლის 25 დეკემბრის
ბრძანებულებით ეროვნული
ბიბლიოთეკა საქართველოს
პარლამენტის
დაქვემდებარებაში
გადავიდა და ეწოდა
„საქართველოს პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკა“. 2000
წლიდან ბიბლიოთეკა ილია
ჭავჭავაძის სახელობისაა.2024
წლის მოწვევის
საქართველოს პარლამენტში
მომზადებული
საკანონმდებლო
ცვლილებების თანახმად
შეიცვლება ეროვნული
ბიბლიოთეკის
სამართლებრივი სტატუსი და
ის გახდება საჯარო
სამართლის იურიდიული პირი
(სსიპ-ის), რომელზეც
გავრცელდება „საქართველოს
საჯარო სამსახურის
შესახებ კანონი“ - ანუ ის
მოხვდება იმ სსიპ-ების
ჩამონათვალში, რომელზეც
ვრცელდება ამ კანონის
მოქმედება. ეს აღნიშნულია
„საქართველოს პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკის
შესახებ“
კანონშიც.საკანონმდებლო
ცვლილებებით დაზუსტებულია
ისიც, რომ ეროვნულ
ბიბლიოთეკას უნარჩუნდება
ილია ჭავჭავაძის სახელი,
თანამშრომლებს
შეუნარჩუნდებათ საჯარო
მოხელის სტატუსი,
ნარჩუნდება ასევე საშტატო
განრიგი, ბიბლიოთეკის
მფლობელობაში არსებული
ინფრასტრუქტურა და
ბიუჯეტი. არ იგეგმება
რეორგანიზაცია და
შტატების შემცირება.
გაგრძელდება ეროვნული
ბიბლიოთეკის ყველა
მიმდინარე
პროექტი.ცვლილება ეხება
მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც
განისაზღვრება
დაწესებულება, რომელსაც
დაექვემდებარება ეროვნული
ბიბლიოთეკა მომავალში.
აქამდე ეს იყო საქართველოს
პარლამენტი, მიმდინარე
წლის მარტიდან კი ეს იქნება
საქართველოს კულტურის
სამინისტრო.ეროვნული
ბიბლიოთეკის ისტორია 1846
წლიდან იღებს სათავეს,
როდესაც თბილისში დაარსდა
„ტფილისის საჯარო
ბიბლიოთეკა“. საჯარო
ბიბლიოთეკის გახსნით
ასრულდა იმდროინდელი
ქართული საზოგადოების
ოცნება, თბილისში
შექმნილიყო ისეთი
ბიბლიოთეკა, რომელიც
ხელმისაწვდომი იქნებოდა
მოსახლეობის ყველა
ფენისთვის.მას შემდეგ
თითქმის ორი საუკუნე
გავიდა და ეროვნული
ბიბლიოთეკა, რომლის
სტატუსი წლების
განმავლობაში არაერთხელ
შეიცვალა, რჩება ქვეყნის
მთავარ ბიბლიოთეკად და
ეროვნული ბიბლიოგრაფიის
დეპოზიტარიუმად. კანონში
აქამდე არსებული
ჩანაწერის მიხედვითაც ის
იყო და არის საქართველოში
საბიბლიოთეკო პოლიტიკის
გამტარებელი კულტურის
სამინისტროსთან ერთად“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.