ეროვნული ბიბლიოთეკა 10 მარტიდან იქნება უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავისი სტატუსით აიწევს, ვინაიდან ექნება ცალკე სამართალ სუბიექტურობა, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 48
ეროვნული ბიბლიოთეკა 10 მარტიდან იქნება უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავისი სტატუსით აიწევს, ვინაიდან ექნება ცალკე სამართალ სუბიექტურობა, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა - შალვა პაპუაშვილი
ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის დაქვემდებარების ქვეშ აღარ იქნება.ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟრნალისტის კითხვის საპასუხოთ ისაუბრა.„10 მარტიდან იქნება უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც თავისი სტატუსით აიწევს, ვინაიდან ექნება ცალკე სამართალ სუბიექტურობა, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა. იყო პარლამენტთან არსებული დაწესებულება და თან არ ჰქონდა არანაირი სუბიექტურობა. დეპარტამენტიც კი არ იყო, ინსტიტუციაც კი არ იყო, რომელსაც ცალკე სამართლებრივი სუბიექტობა ექნება. ეს სტატუსი აიწევს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.შალვა პაპუაშვილის თქმით, დღემდე ეროვნული ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო საქმიანობისას კოორდინირებს კულტურის სამინისტროსთან ამიტომ ის გადავა ამ უწყების მმართველობის ქვეშ.
სრულად წაიკითხეთ სტატია