ეროვნული ბანკი არჩევნების წინ აშშ დოლარს ყიდის

Civil Georgia 2 თვის წინ 72
ეროვნული ბანკი არჩევნების წინ აშშ დოლარს ყიდის

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გაყიდა. ორივე გაყიდვამ საერთაშორისო ვალუტებთან, განსაკუთრებით აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში ლარის გამყარება გამოიწვია.

16 ოქტომბერს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 64,9 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. „სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა სებ-მა.

ბანკის თქმით, „ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია“.

მანამდე ეროვნული ბანკის ინტერვენცია 8 ოქტომბერს განხორციელდა. ეროვნულმა ბანკმა 48,5 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ოფიციალურ მიზეზად „ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა“ დასახელდა, რამაც, ბანკის თქმით, ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.

ბოლოს ეროვნული ბანკმა საერთაშორისო რეზერვები წელს გამოუშვა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს, როდესაც მან ერთ თვეში სულ 168,7 აშშ დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის მთლიან ოდენობას აღემატება, და ამის მიზეზად, ლარის გადაჭარბებული დევალვაციისგან დაცვა დაასახელა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია