ერმაკი: ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჯერ არ არსებობს

Primetime.ge 1 კვირა წინ 24
ერმაკი: ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჯერ არ არსებობს
 უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჯერ არ არსებობს.„არავითარი გეგმა ჯერ არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ის ჯერ არ გვინახავს. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რამდენიმე მოსაზრება, პოზიცია. მათ შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ერმაკმა.ამასთან ერთად, ერმაკმა თქვა, რომ პარიზში ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა სიგნალები, რომ ტრამპს მართლა სურს ომის დასრულება.უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ის იცნობს გენერალ კიტ კელოგს, რომელიც ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.„მე მას დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ ეს კარგი არჩევანია. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება“, - დასძინა ერმაკმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია