„ერთიანობა – ნაციონალური
მოძრაობის“ წევრები
აცხადებენ, რომ
პარლამენტის წევრის
სტატუსით ქონებრივი
დეკლარაციის შევსებას არ
აპირებენ.ირაკლი
ფავლენიშვილის თქმით, ე.წ.
პარლამენტში, რომელიც
ქართველი ხალხის მიერ არ
არის არჩეული, არანაირ
მონაწილეობას არ
იღებენ.„ანტიკორუფციულმა
ბიურომ მოგვმართა
„ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ წევრებს, რომ
ჩვენ უნდა წარგვედგინა
ჩვენი ქონებრივი
დეკლარაცია როგორც ე.წ.
პარლამენტის წევრებს. ჩვენ
არაერთხელ
განგვიცხადებია, რომ
არანაირი მონაწილეობის
მიღებას არ ვაპირებდით, არ
ვაპირებთ და არც მომავალში
დავაპირებთ იმ ე.წ.
პარლამენტში, რომელიც
ქართველი ხალხის მიერ არ
არის არჩეული. ამ
შემთხვევაში ის ღალატობს
საქართველოს სახელმწიფო
ინტერესებს, კონსტიტუციურ
პრინციპებს, დასავლურ
კურსს, მონაწილეობას იღებს
ადამიანის უფლებების
დარღვევაში და ქმნის
საკანონმდებლო ბაზას, რათა
უფრო გამკაცრდეს
ადამიანის უფლებების
ბრუტალური და საბჭოთა
სტილის პოლიტიკა. ამიტომაც
მივმართავთ, ჩვენ ფიცი არ
დაგვიდია, არც ხელფასს
ვიღებთ, არანაირ
მონაწილეობას არ ვიღებთ
ე.წ. პარლამენტის
საქმიანობაში, ჩვენ
არასოდეს ვყოფილვართ
წინააღმდეგი, რომ
გამჭვირვალე იყოს ჩვენი
ქონებრივი დეკლარაციები,
მათ შორის რამდენიმე თვის
წინ გვაქვს წარდგენილი
იგივე ბიუროსთვის ჩვენი
ქონებრივი დეკლარაციები.
ყველაფერი შეგვიძლია, რომ
სხვა ფორმატში
გავასაჯაროოთ,
სხვათაშორის სხვებს,
„ოცნების“ წევრებს არც
აქვთ გასაჯაროვებული,
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია
ნებისმიერ ფორმატში
წარმოვადგინოთ.
პარლამენტის წევრის
ფორმატი არ არის ჩვენი
ფორმატი, რადგან ჩვენ არ
გახლავართ არანაირი
ნიშნით ე.წ. პარლამენტის
წევრები და არც მომავალში
ვაპირებთ“, – განაცხადა
„ერთიანობა – ნაციონალური
მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი
ფავლენიშვილმა.ამასთან,
განცხადება გაავრცელა
„კოალიციამ
ცვლილებისთვის“, სადაც
ნათქვამია, რომ კოალიციის
წევრები თანამდებობის
პირის დეკლარაციებს არ
შეავსებენ.„კოალიცია
ცვლილებისთვის“ არ
ვაღიარებთ რუსულ სტილში
გაყალბებულ 26 ოქტომბრის
არჩევნებს და არ ვცნობთ ე.წ.
პარლამენტის
ლეგიტიმურობას. სწორედ
ამიტომ, ჩვენ უარი
განვაცხადეთ საპარლამენტო
მანდატებზე,
დაფინანსებასა და სხვა
პრივილეგიებზე. აქედან
გამომდინარე, ჩვენი
კოალიციის ერთიანი
პოზიციაა, არ შევავსოთ
თანამდებობის პირის
დეკლარაციები.
გამჭვირვალობის
პრინციპებისა და კანონის
მოთხოვნების დაცვით, ჩვენი,
როგორც პარლამენტის
წევრობის კანდიდატების
დეკლარაციები შევსებულია
2024 წლის არჩევნებამდე. ახლა,
ჩვენი სამშობლოსთვის ამ
ისტორიულ მომენტში,
თითოეული ჩვენგანის ვალია,
გაგრძელდეს არაღიარების
პოლიტიკაზე მუშაობა და
ქართველ ხალხთან ერთად,
პოლიტიკური პატიმრების
თავისუფლებისა და ახალი და
სამართლიანი არჩევნების
მიღწევა“, – ნათქვამია
განცხადებაში.