ერთიანი დიპლომის
შემდგომი საკვალიფიკაციო
გამოცდები
დაიწყო.ჯანდაცვის
სამინისტროს ინფორმაციით,
პროცესის მიმდინარეობას
ჯანდაცვის მინისტრი
მიხეილ სარჯველაძე,
მოადგილე თეა
გიორგაძესთან ერთად
გაეცნო.„მიხეილ
სარჯველაძემ მომავალ
ექიმებს გამოცდებსა და
მომდევნო პროფესიულ
საქმიანობაში წარმატება
უსურვა.ერთიანი დიპლომის
შემდგომი საკვალიფიკაციო
გამოცდები 28 ივლისს
დასრულდება. გამოცდებზე 1 592
დიპლომირებული მედიკოსია
დარეგისტრირებული,
რომლებიც, წარმატებით
ჩაბარების შემთხვევაში,
რეზიდენტურის გავლას
შეძლებენ.საკვალიფიკაციო
გამოცდების დასრულების
შემდეგ, 29 ივლისიდან 31
ივლისის ჩათვლით,
სახელმწიფო
სასერტიფიკაციო გამოცდები
ჩატარდება, სადაც 1 036
მედიკოსია
დარეგისტრირებული და
წარმატებით ჩაბარების
შემთხვევაში, ისინი,
დამოუკიდებელი საექიმო
საქმიანობის სერტიფიკატს
მიიღებენ“, – აღნიშნულია
უწყების ინფორმაციაში.